ყარამან რამიშვილი 1910-იანი წლები, სასულიერო პირი
ყარამან რამიშვილის დაბადებისა და გარდაცვალების თარიღი უცნობია. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია.
1910 წელს, სოფელ სურებში წერა-კითხვის საზოგადოების ეგიდით ბიბლიოთეკა გაიხსნა, რომლის გამგედ მამა ყარამანი დაინიშნა.
1916 წლიდან მამა ყარამანი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ჩოხატაურის განყოფილების წევრი და აქტიუტად იყო ჩაბმული საზოგადოების მუშაობაში.
1918 წელს ჩოხატაურში დაარსდა უმაღლესი დაწყებითი სასწავლებელი, სადაც მამა ყარამანი პედაგოგად მიიწვიეს.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ჩოხატაურის განყოფილების წევრი (1916-)