სოფელი ქვემო-სურები წმინდა გიორგის ეკლესია.
მოსახლეობის რაოდენობა: 159 კომლი.
აიგო 1851 წელს. ტაძარი ქვის. სამრეკლო ხის.
შტატის მღვდელი ანდრე ლუკას ძე რამიშვილი (თავადი). (ყავდა მეუღლე და ოთხი შვილი).
დაიბადა 1885 წელს.
დაამთავრა ქალაქ ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი, იყო სოფელ ქვემო სურების წმინდა გიორგის ეკლესისთან არსებული სასულიერო-სამრევლო სკოლის მასწავლებელი.
1910 წელს ხელი დასხეს სოფელ ქვემო-სურების წმინდა გიორგის ეკლესიის მღვდლად და წინამძღვრად.
მინიჭებული ჰქონდა მღვდლის სიგელი.
მედავითნე ნოე ცინცაძე (თავადი). (ყავდა მეუღლე და სამი შვილი).
წერ-კითხვა სახლში შეისწავლა, სწავლა განაგრძო ოზურგეთის ორკლასიან სასულიერო სასწავლებელში, შემდეგ იოანე ნათლისმცემლის მონასტერში. მინიჭებული ჰქონდა მედავითნის წოდება. 1911 წლიდან არის მედავითნე ქვემო-სურების წმინდა გიორგის ეკლესიაში.
წყარო: ჩოხატაურის ტაძრები და ღვთიმსახურები 1800-ანი წლებიდან. ავტორი ნათია კალანდაძე