სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
ნინო შალვას ასული რამიშვილი  1910-2000წ  ბალეტმაისტერი წარმ. სოფ. სურები ჩოხატაური

1910-2000 წწ. გარდ. 90 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი რამიშვილი სია

ჩოხატაური გამოჩენილი ადამიანები სრული სია

479       ბეჭდვა

ნინო შალვას ასული რამიშვილი 1910-2000წ ბალეტმაისტერი წარმ. სოფ. სურები ჩოხატაური

ნინო შალვას ასული რამიშვილი (დ. 19 იანვარი, 1910, ტფილისი - გ. 6 სექტემბერი, 2000, თბილისი)


— ბალეტის მსახიობი, ბალეტმაისტერი. საქართველოს 1948 და სსრკ 1963 სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის სახ. 1973 და სსრკ 1949 სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, თბილისის საპატიო მოქალაქე 1981. ილია სუხიშვილთან ერთად ჩამოაყალიბა ახლანდელი ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიური დასი. იყო მისი წამყვანი მოცეკვავე, ქორეოგრაფი და სამხატვრო ხელმძღვანელი. დიდი ღვაწლი დასდო ქართული ცეკვის პოპულარიზაციას. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.


"მე ყველაზე უფროსი ვიყავი, შემდეგ ჩემი და _ თამარი და ძმა _ ვახტანგი", თამარი კარგად ცეკვავდა და დახვეწილი ტექნიკა ჰქონდა, მაგრამ, როცა გათხოვდა, მთლიანად ოჯახს უძღვნა თავი".

დედასავით პატრონობდა თენგიზს, ქალბატონი ნინო თვლიდა, რომ მისი დახმარების გარეშე ძნელად თუ მოხერხდებოდა თავისი საქმის გაგრძელება. ძმა, ვახტანგიც სწავლობდა ცეკვას, მაგრამ ბოლოს მაინც ფეხბურთი აირჩია.


სამივე და-ძმას გამოყვა გურული სიმკვირცხლე და იუმორი. ნინოს განსაკუთრებულად უყვარდა მამისეული სოფელი სურები და ზაფხულობით ხშირად სტუმრობდა მას. შემდეგ კი, როდესაც ანსამბლი დააარსა, უკვე საკონცერტო პროგრამით წარსდგა ჩოხატაურელი მაყურებლის წინაშე.


აზერბაიჯანელებსა და სომხებს შორის შეტაკების შემდეგ ოჯახი თბილისში გადმოსახლდა. მამა შალვა რამიშვილი, მენშევიკი იყო. მას დროდადრო აპატიმრებდნენ და ასახელებდნენ. უკანასკნელად ომის დროს დააპატიმრეს. პროვოკატორმა არალეგალური ლიტერატურა შესთავაზა, შალვამ წიგნი არ გამოართვა, მაგრამ ბრალად ის დასდეს, რომ სათანადო ორგანოებს არ აუწყა მომხდარის შესახებ. კომის ასსრ-ში  გადაასახლეს და იქვე გარდაიცვალა. ოჯახს არც ნეშტი დარჩა, არც _ საფლავი.

"როდესაც ილიკოს მივყვებოდი, ყველა წინააღმდეგი იყო. ამბობდნენ, ვინ არის, მოცეკვავე, რად გინდაო... მამაჩემმა კი მითხრა: გინდა? გაყევი, არა  და, სახლი გაქვს უკან მოხვალო. ილიკოს ზურგდაკემსილი პერანგი ეცვა და მეც, ყველას  ჯიბრზე, ამ ზურგაკემსილს გავყევი".

ომის დროს ილიკომ სიმამრი საპყრობილეში ინახულა, ეს სახიფათო იყო. შვილები საკუთარი მშობლების მონახულებასაც ვერ ბედავდნენ.


 "საოცრად თბილი და მზრუნველი იყო ჩემიანების მიმართ  და ძალიან მსუბუქი _ ურთიერთობაში... ეს მართლაც დიდი სიყვარული იყო ერთმანეთის და საქმის მიმართ, სხვაგვარად ჩვენი ოჯახური ცხოვრება ძნელად შეიქმნებოდაო", _ ამბობდა ნინო.

როგორც ყველა დიდი მოცეკვავე, ილიკოც, მართალია, სულ რაღაც ერთი წელიწადი, მაგრამ მაინც სწავლობდა პერინის საბალეტო სტუდიაში. "ყველა ქართველმა მოცეკვავემ გაიარა მარია პერინის სკოლაში", _ იგონებდა ილიკო, _ "ეს სტუდია სამხატვრო აკადემიის ეზოსი მდებარეობდა და აქ მრავალი სახელოვანი ადამიანი აღიზარდა: ქართული ბალეტის ფუძემდებელი-ვახტანგ ჭაბუკიანი, უკრაინული ხალხური ცეკვის ანსამბლის დამაარსებელი- ვახტანგ ნადირაშვილი, ელენე ჩხიკვაძე, დიმიტრი ალექსიძე, ილია არბატოვი, მარია ბაუერი, სოლიკო ვირსალაძე, თამარ ჭაბუკიანი, ნინო რამიშვილი"...


"მე სულ ვცეკვავდი, სულ".., _ ამბობდა ნინო, _ "ეს ჩემში ადრეული ბავშობიდან იდო. დედა ხედავდა ამას და საბალეტო სტუდიაში მიმაბარა...  ჩემი და-ძმაც იქ სწავლობდა, დედას ეშინოდა, რომ ბავშვები უსაქმურობას არ მივჩვეოდით და უნდოდა დავესაქმებინეთ... ბავშვობაში, როდესაც პერინის სტუდიაში მივდიოდი, ხშირად სრული სერიოზულობით  მიფიქრია _ "ალბათ, რა მოსაწყენია ცხოვრება იმათთვის, ვინც არ ცეკვავს".

1937 წლამდე ნინო და ილიკო ოპერის თეატრში მუშაობდნენ და პარალელურად ესტრადაზე ცეკვავდნენ . ესეც ანსამბლის შექმნამდე იყო...

ილიკომ ნინოს ცალკე ნომრის გაკეთება შესთავაზა ცეკვა "მთიულურის" მოტივებზე. ორივენი ჩოხებში გამოწყობილი ცეკვავდნენ. ნინოს კლასიკური სკოლა ჰქონდა გავლილი და, როგორც თავად მიიჩნევდა, სწორედ ამიტომ შეძლო ადვილად აჰყოლოდა ილიკოს, რომლის "ილოური" ილეთები ფილიგრანული ტექნიკითა და სისწრაფით გამოირჩეოდა.

"ჩემდა გასაოცრად, ეს გურული გოგონა არ ჩამორჩა, _ წერდა ილიკო, _ის  ჩემს ილეთებს იმეორებდა, როცა სინქრონულ დუეტს ვასრულებდით, მაგრამ სოლოებს თავისი მანერით ცეკვავდა საოცრად დახვეწილად. როცა ნინო ბოხოხს მოიხდიდა და ტალღებად გადმოიშლებოდა თმები, აღტაცებული მაყურებელი ტაშით ანგრევდა დარბაზს".

1945 წელს ნინო  რამიშვილი თავის მეუღლესთან, ილიკო სუხიშვილთან ერთად ქმნის საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლს. მან ამ ანსამბლთან ერთად შემოიარა თითქმის მთელი მსოფლიო.


 ნინო რამიშვილს ჰქონდა ხელოვანისთვის დამახასიათებელი ქალური მომხიბვლელობა, სისადავე და ლაკონურობა. იგი ქალთა შორის ქართული ცეკვის ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელი იყო. მის მიერ შესრულებული ცეკვებია: "ქართული", "მუხამბაზი", "მთიულური", "სამაია" და მრავალი სხვა. მისი დადგმები გამოირჩევა გრაფიკული სიზუსტით, პლასტიკის სკულპტურული გამომხატველობით. საცეკვაო ფოლკლორს უხვად გამოყენებით.

1949 წელს მიენიჭა სტალინური პრემია, 1952 წელს საქართველოს სახალხო არტისტის წოდება, 1963 წელს _ სსრკ სახალხო არტისტისა , დაჯილდოებულია 3-ჯერ ლენინის ორდენით, რუმინეთის ოქროს ვარსკვლავის ორდენით, ახალგაზრდობისა და სტუდენტების მეოტხე ფესტივალზე მიღებული აქვს ოქროს მედალი და მსოფლიოს ლაურეატის წოდება. 1973 წელს ახალი ქორეოგრაფიული დადგმებისა და საკონცერტო  მოღვაწეობისათვის მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია.  1981 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. 1988 წელს სსრკ-ს სოციალური გმირის ოქროს ვარსკვლავით დაჯილდოვდა.

ნინო რამიშვილი გარდაიცვალა 2000 წლის  სექტემბერში. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ასეთია მოკლე ბიოგრაფია ჩოხატაურელი ქვემოსურებელი (ახლანდელი დიდი ვანი) ნინო რამიშვილისა.

გავიხსენოთ ნინო რამიშვილის ცხოვრებიდან საინტერესო ეპიზოდები: 1937 წელს მოსკოვში დეკადაზე, რომელშიც მონაწილეობდნენ მაშინდელი კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეები საქართველოდან, როცა სტალინმა გაიგო,  რომ მოცეკვავე გვარად იყო რამიშვილი წარმოთქვა ყველასათვის ცნობილი ფრაზა სურებელი რამიშვილები მენშევიკები არიან და ყველა უნდა დაიხვრიტოს.

ანსამბლის წევრი და ვარსკვლავი,  ნინო რამიშვილის მუდმივი პარტნიორი ომარ მხეიძე იხსენებს: "ნინო რამიშვილის პარტნიორი ვიყავი  ცეკვებში "ჯეირანი", "მუხამბაზი", უზბეკურ ხალხური ცეკვა "ლიაზგინი" და ცეკვა ქალ-ვაჟთა მთიულური"

1971 წელს ჩოხატაურში ერთ-ერთ ბოლო კონცერტზე ნინო რამიშვილთან ერთად ომარ მხეიძემ შეასრულა ორი ცეკვა ჯეირანი და ქალ-ვაჟთა მთიულური. კონცერტის დამთავრების შემდეგ ნინო ომარ მხეიძეს ეუბნებოდა  _ ნახე, როგორ მიგიღეს გურულებმა, გულში ჩაგიხუტესო. 1955 წელს ქალაქ სოჭში ომარ მხეიძე ასრულებდა ილეთს მუხლებზე ტრიალს, რა დროსაც დაეჯახა ნინოს. ნინო სცენაზე წაიქცა.  მაშინდელია ფრაზა, რომელიც კონცერტის შემდეგ დარბაზში მყოფმა ილიკო სუხიშვილმა შეწუხებულ ნინოს ნათქვამზე _ როგორ წავიქეცი, ილიკო, უთხრა _ სამაგიეროდ, რა ლამაზად ადექიო.

დაგვაინტერესა ულამაზესი ცეკვის  ხორუმის შექმნის  ისტორიამ. ქორეოლოგებმა გვითხრეს რომ ცეკვა ხორუმი არის გურულ აჭარული ხალხური ცეკვების სინთეზი და ერთადერთი სუფთა გურული ადგილია სამი მოცეკვავე რომ სწრაფ ტრიალს აკეთებს  და ამ მონაკვეთს ქვია დელი  გურულები. როცა ომარ მხეიძე გურიიდან ჩადიოდა თბილისში, ნინო რამიშვილს უყვებოდა _ გურულების სწრაფ ლაპარაკს ვერ ვიგებ, მეცინება და გურულები აბდალას მეძახიანო.]

კიდევ ბევრი რამ შეიძლებოდა ნინო რამიშვილზე მოგვეყოლა, მაგრამ დღეს წერილს ამით დავასრულებ. ვამაყობ, რომ ქართული ეროვნული ბალეტის ერთ-ერთი შემქმნელი ილიკო სუხიშვილთან ერთად და ხერხემალი ქართული ეროვნული ბალეტისა, ნინო რამიშვილი ჩოხატაურელია, ამაყობდა თავისი გურულობით  და ამ ფაქტს ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავდა.

მოამზადა ზურაბ სიხარულიძემ



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 19.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.2023
სულ რედაქტირებულია 1





რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0