სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

სპორტი, გამოჩენილი ადამიანების საიტი
მწრთვნელი/მსაჯი
ნუკრი მჭედლიშვილი რევაზის ძე დ. 1970წ. ხრიდოლის ფედერაციის პრეზიდენტი წარმ. სოფ. ზემო ხოდაშენი ახმეტა, ფუძე სოფ. კაკაბეთი საგარეჯო ნუკრი მჭედლიშვილი რევაზის ძე დ. 1970წ. ხრიდოლის ფედერაციის პრეზიდენტი წარმ. სოფ. ზემო ხოდაშენი ახმეტა, ფუძე სოფ. კაკაბეთი საგარეჯო
ბმულის კოპირება

მწრთვნელი/მსაჯი

გვარი მჭედლიშვილი სია

ახმეტა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

386       ბეჭდვა

ნუკრი მჭედლიშვილი რევაზის ძე დ. 1970წ. ხრიდოლის ფედერაციის პრეზიდენტი წარმ. სოფ. ზემო ხოდაშენი ახმეტა, ფუძე სოფ. კაკაბეთი საგარეჯო

საიტის შესახებ: გამოჩენილი ადამიანები, რეგიონის, ქალაქის მიხედვით. დღის იუბილარი/ხსენება

ნუკრი მჭედლიშვილი რევაზის ძე დაიბადა 25 აპრილი 1970 წელს თბილისში საბრძოლო ხელოვნება ხრიდოლის, ფედერაციის პრეზიდენტი. 

მშობლები დაბადებულნი არიან სოფელი ზემო ხოდაშენი ახმეტა, წინაპრები კაკაბეთიდან გადმოსულან



ფილიმონ მჭედლიშვილი, მოღვაწეობდა და დაკრძალულია კახის ქურმუხის წმიდა გიორგის ტაძრის ეზოში

ნინო უთიაშვილი მჭედლიშვილისა, ფილიმონის მეუღლე

ინო უთიაშვილი მჭედლიშვილისა, ფილიმონის მეუღლე და პაპა დედის მხრიდან გრიგოლ აფშონაშვილი და ნინო ფიცხელაური აფშინაშვილისა, გრიგოლი მიხა ხელაშვილის პირველი მასწავლებელი იყო, ვაჟას ძმადნაფიცი და ბაჩანას კლასელი გახლდათ

გრიგოლ აფშინაშვილი დაიბადა უკანა ფშავის სოფელ ხოშარაში, სათემო გვარი გაბიდოური, სათემო სალოცავი, ხოშარის "სათხუთმეტო", წარმოადგენს ფშავის თხუთმეტი თემის მფარველ ანგელოზს. დედა ჰყავდა ჩარგლელი ქალი გოგოჭურთა თემიდან დედიძმათ სალოცავი ცაბაურთის მთავარანგელოზი. დაამთავრა ჩარგლის სკოლა სადაც ბაჩანასთან ერთად სწავლობდა ერთ კლასში. ვაჟას მამის, პავლესგან მალულად, მან და ვაჟამ კანონ დარღვევით შეადგინეს მიმართვა გორის საოსტაო სემინარიის მიმართ, რათა იქ გაეგრძელებინა სწავლა. დაამთავრა აღნიშნული სემინარია. მასწავლებლობდა კახეთსა და საინგილოში, იყო არაერთი სკოლის დამაარსებელი და გამგე მასწავლებელი, წერა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციაში, როგორც ეროვნული თვითმყოფადობის მოსარჩლე. ამის გამო იდევნებოდა რუსის მოხელეთა მიერ და თავს აფარებდა ფშავს.

XIX საუკუნის 90-იანი წლებიდან აქვეყნებდა ფშაური პოეზიის ნიმუშებსა და წერილებს ჟურნალ-გაზეთებში ("ჯეჯილი", "კვალი", "აკაკის კრებული", "ივერია"). როგორც ფოლკლორისტი და ეთნოგრაფი, ძმები რაზიკაშვილების (ვაჟაბაჩანათედო) მიმდევარი იყო. წერდა "ფშავლიშვილის"და "ზეზვას" ფსევდონიმებით. მეგობრობდა ილია ჭავჭავაძესთან, აკაკი წერეთელთან, ნიკო ნიკოლაძესთან. ფშავში დევნილობის პერიოდში წერა კითხვა შეასწავლა მიხა ხელაშვილს. 1912 წელს აღსრულებს ილია ჭავჭავაძის ანდერძს და მიდის საინგილოში გამგე მასწავლებლად. საინგილოს გადაცემის შემდეგ მონაწილეობს ქართველთა წინააღმდეგობის მოძეაობაში საქართველოს შემადგენლობაში საინგილოს შენარჩუნების მიზნით. მოძრაობის დამარცხების შემდეგ იძულებული დატოვოს საინგილო და კახეთში აგრძელებს პედაგოგიურ მოღვაწეობას, მაგრამ კომუნისტურ ეპოქაში წყვეტს წერას და ამის შემდეგ მის კალამს თითქმის არაფერი შეუქმნია.


გულსაკლავად სევდიანები ყოფილან საინგილოს ქართველები, კვირის პალიტრა სტატია


"დაიწყო გაჯიბრება - ვინ პირველი გაიტანდა კვალს. პაპას უჯობნია ყველასთვის, მეორე ვაჟა ყოფილა. გახარებულ პაპას მიუძახნია, - გაჯობე, ვაჟაო!  - შენ მკაში მაჯობე, მე კიდევ, ვაჟა ვარო!" - უპასუხნია სიცილით ვაჟა-ფშაველას

ყველანი წინაპართა სისხლი სისხლთაგანი ვართ. ყოველი ჩვენგანის ცხოვრებას სწორედ მათი განვლილი გზა განსაზღვრავს. სწორედ ამიტომ არ მიკვირს ნუკრი მჭედლიშვილის თავდადება ქართული ხალხური საბრძოლო ხელოვნების -  ხრიდოლის პოპულარიზებისა და აღორძინებისთვის, მისი განიადაგებული შრომა ბავშვებთან, რომ ყველა პატარა ქართველმა გაიგოს, ვისი გორისაა, როგორ უნდა გადარჩეს და გადაირჩინოს სამშობლო... მისი დიდი პაპა 15 წლისა გაიპარა საინგილოში, - რთული დრო იდგა საქართველოში. საინგილოში ასმაგად სისხლმდინარე იყო იარა. და იყვნენ ქართველები, რომლებიც ყველაზე მტკივნეულ ჭრილობებს მიაშურებდნენ ხოლმე სამკურნალოდ. სახლდებოდნენ იქ, სადაც სამშობლოს ყველაზე მეტად სჭირდებოდა. ასეთები იყვნენ ნუკრის წინაპრები, მისი დიდი პაპა ფილიმონ მჭედლიშვილი და ბებია ნინო უთიაშვილი (გიშელი ეპისკოპოსის ქალიშვილი, პირველი ქალთა ქრისტიანული სასწავლებლის დამაარსებელი საინგილოში) საინგილოში მოღვაწეობდნენ. კახის ეკლესიის ეზოში არიან დაკრძალულნი. ისინი, თუ შეიძლება ამას იღბალი დავარქვათ, ისე წავიდნენ, რომ საინგილოს აზერბაიჯანისათვის საბოლოო გადაცემას არ მოესწრნენ, იმედი გაიყოლეს, რომ ქართველებს სამშობლო არ დაუნაწევრდებოდათ...

გულჩათხრობილი საინგილო

1918-21 წლებია. საინგილო ნეიტრალურ ტერიტორიად გამოცხადდა და მუსავატელებმა დაიწყეს მოძრაობა. ებრძოდნენ ყველაფერ ქართულს. პაპაჩემი - ნიკოლოზი, ფილიმონის ვაჟი ჩაუდგა სათავეში ჰერეთის დაცვას... მუსავატელები ტერორისტულ საქმიანობას ეწეოდნენ. სწორედ მათ მოკლეს პაპაჩემის დიდი მეგობარი - მღვდელი მიხეილ ყულოშვილი. ჯერი პაპაჩემზეც მიდგა. მაგრამ მისი ყონაღი ლეკი მისულა  და  გაუფრთხილებია - შენი მოკვლაა გადაწყვეტილი, მკვლელებს შორის მეც ვიქნები. შინ არ დაგვხვდე, ქალისა და ბავშვების დარდი ნუ გექნება, მათ ხელს არ ვახლებთო.

წმიდა მიხეილ-მიქაელ ყულოშვილი (1842-1918წწ.)  მღვდელი ხსენება 05 ივლისი დაბ. სოფ. კაკი, კახი, საინგილო

მართლაც მივიდნენ მუსავატელები პაპაჩემის სახლში. მაგრამ ის კი უკვე სამშვიდობოს იყო...

1920 წლის აპრილი დადგა. გაწითლდა აზერბაიჯანი... პაპა საინგილოში დაბრუნდა, იმედით, რომ საქართველოს შეუნარჩუნდებოდა ჰერეთი... მაგრამ ამდენი ხნის სიმწრით დაცული  ქართული მიწა აზერბაიჯანის ხელში გადავიდა.

ქართულად მოაზროვნეებზე მგლებივით დაიწყეს ნადირობა და პაპაც იძულებული გახდა,  ისევ დაეტოვებინა საინგილო. ოჯახი ქედში დასახლდა - პაპას დედულეთში.

სწორედ მან დააარსა პირველი სკოლა ზემო და ქვემო ქედში, ასევე პატარა საწარმოები, სადაც ხალხი დაასაქმა. კოლექტივიზაციას რეპრესიები მოჰყვა. ერთხელ, წითელწყაროში, საქმეზე მიმავალ პაპას დამგზავრებია მეზობელი, რომელსაც დასახვრეტად მწყემსი სომხის ბიჭი მიჰყავდა. პაპას არაფერი ცოდნია... უცებ იმ კაცს მინდორში გაუშვია ბიჭი და... დაუხვრეტია. გაგიჟებულ პაპას დამხვრეტზე გაუწევია და უცემია. დიდი უსიამოვნება დატრიალებულა. პაპა სკოლის დირექტორი და მასწავლებელი იყო, პატივს სცემდა სოფელი, მაგრამ რევოლუციონერებმა ეს არად ჩააგდეს და დახვრეტა გადაუწყვიტეს. ისევ გააფრთხილეს მეგობრებმა, გაიქეციო. ამჯერად საცხოვრებლად ახმეტის რაიონში გადავიდა. მესამედ გამართა კერა ხოდაშენში, თავისი ცოლის ადგილ-მამულში... მაგრამ თურმე აღარ მღეროდა, აღარ იცინოდა, ჯერ საინგილოს დაკარგვამ და მერე სამჯერ აყრამ დაუკარგა ხალისი...

ვაჟას ძმადნაფიცი

ბებიაჩემის მამა, ჩემი დიდი პაპა, გრიგოლ აფშინაშვილი - ბაჩანას კლასელი იყო და ვაჟა-ფშაველასთან ფიცვერცხლნაჭამი. სასწავლებლის დამთავრების მერე სემინარიაში სწავლის გასაგრძელებლად საჭირო იყო მღვდლის რეკომენდაცია. მამამისი ნადირა აფშინაშვილი თავცოცხალი შვილს სემინარიაში არ გაუშვებდა. ისევ ვაჟამ იყოჩაღა. ბეჭედი მოჰპარა მამამისს, მღვდელ პავლეს, წერილი თვითონ შეადგინა და ისე გაუშვა სასწავლებლად გრიგოლი. პავლემ რომ გაიგო, ფშაველი კაცი სწავლობს სემინარიაშიო, უთქვამს, - ეგ უჩემნებართვოდ იქ ვერ მოხვდებოდა, მაგაში უთუოდ ლუკას ხელი ურევიაო... გასცინებია ვაჟას და მამისთვის სიმართლე უთქვამს.

ვაჟა, ბაჩანა, თედო რაზიკაშვილები და  პაპა გრიგოლი - ყველანი მასწავლებლობდნენ. ერთხელ, პურის საჭმელად თელავში,  დუქანში ჩასულან.

ვაჟა ფიცხი იყო, თანაც დაუმარცხებელი მოკრივე, ბაჩანაც მაგარი ყოფილა - არაგვში თავდაყირა, ხელებით გადიოდა თურმე.

სხედან დუქანში მასწავლებლები, წყნარად ქეიფობენ, ჩამოსულან თელაველი სომხები, მოუტანიათ ჩოჩქოლი, ხმაურობენ... მედუქნე ამშვიდებს - არ ესმით! - გაჩუმდით, სხვასაც უნდა მოლხენაო... იმათ აბუჩად აუგდიათ. ვაჟას მაგიდა აუყირავებია. ატეხილა ჩხუბი. წამოშლილან სხვებიც... ისე ვჩხუბობდით, გარეთ რომ არ გაგვქცეოდა არავინო, - ჰყვებოდა თურმე გრიგოლი. ერთი მაინც გაპარულა და პოლიცია მოუყვანია. დაუპატიმრებიათ ოთხივე. პოლიცმაისტერს ვაჟა-ფშაველას სახელი გაგონილი ჰქონია. ვაჟას ხათრით ოთხივე გაუთავისუფლებია.

ვაჟა გზაში ხუმრობდა თურმე - აგე, სად გიშველათ ვაჟამო...

მერე წასულან თიანეთს, ვაჟას ნათესავთან. მასპინძელს გახარებია, - პურის მკაში დამეხმარეთო. დაიწყო გაჯიბრება - ვინ პირველი გაიტანდა კვალს. პაპას უჯობნია ყველასთვის, მეორე ვაჟა ყოფილა. გახარებულ პაპას მიუძახნია, - გაჯობე, ვაჟაო!

- შენ მკაში მაჯობე, მე კიდევ, ვაჟა ვარო! - უპასუხნია სიცილით ვაჟა-ფშაველას.

უტეხი ქართველი

გრიგოლ აფშინაშვილისთვის თბილისის გუბერნიის განათლების კურატორს ურჩევია, გვარი გადაიკეთე აფშინოვად და განათლების საქმე ჩაიბარეო. გრიგოლს უარი უთქვამს. უტეხი ქართველი იყო.

სხვათა შორის, მიხა ხელაშვილს გრიგოლმა ასწავლა წერა-კითხვა. მერე მიხა ბარისახოში იყო დიაკვნად, გრიგოლი საინგილოში მასწავლებლობდა. მეტად აღარ შეხვედრიან ერთმანეთს... გრიგოლი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრიც იყო, ილიასთან მეგობრობდა. ილიას თხოვნა შეასრულა. 1912 წლიდან კახის სკოლის მასწავლებელი იყო.  იქ გაიცნო ხევსური ქალი, ნინო ფიცხელაური და მოიყვანა ცოლად.

გულსაკლავად სევდიანები ყოფილან საინგილოს ქართველები. კახის ინგილოები უფრო ყოჩაღად იყვნენ, სხვები იმდენად გულჩათხრობილები, არც კი მღეროდნენ თურმე... საინგილოში ყველანაირად ცდილობდნენ, ხალისი მოესპოთ, გასაქანი არ მიეცათ ქართველებისათვის.

ამ სიტუაციის მაგალითი იყო ბებიაჩემის - გრიგოლ აფშინაშვილის ქალიშვილისა და პაპაჩემის ქორწილი. დღე დაინიშნა. ინგილოები გაუფრთხილებია აზერბაიჯანელ წესრიგის დამცველებს: სროლა არ გაბედოთ, არ იხმაუროთო...

მაყრიონი ქედიდან ჩამოსულა... აბა, ფშავლებს ლხინს და ხმაურს ვინ დაუშლიდა... მისულან თუ არა კახში, დაუწყიათ ჯირითი. გამოსდევნებიან წესრიგის დამცველები იარაღის სროლით! ფშავლებს ჰგონებიათ, გახარებული გვხვდებიან ინგილოები მაყრებსო და ამათაც უსვრიათ...

წარმოგიდგენიათ, რა სანახაობა იქნებოდა! მოჯირითე, თავაწყვეტილი ქართველები და მათი უმწეო მდევარი...

გრიგოლს სამი შვილი ჰყავდა - ორი ქალი, ერთიც ვაჟი - შაქრო. 1914 წელს, პირველი მსოფლიო ომი რომ დაიწყო, შაქრო 20 წლისაც არ ყოფილა, ომში წასვლა მოუთხოვია. შაქრო დედისერთად ითვლებოდა, არ წაიყვანდნენ, მაგრამ მამამ - გრიგოლმა მისცა ნება... ტრაპიზონთან დაიღუპა... მას მერე გრიგოლს სტრიქონი აღარ დაუწერია, აღარც ფანდური დაუკრავს.

ფიცხელი გენი

უკვალოდ არაფერი იკარგება. გრიგოლის ქალიშვილს 6 ვაჟი ჰყავდა... ყველანი გრიგოლთან ცხოვრობდნენ და მაგარი ვაჟკაცები იყვნენ. მეორე მსოფლიო ომი რომ დაიწყო, თელავიდან სოფელში ამოსულა ერთი მოხელე ხალხის გასაწვევად და ასეთ ამბავს შესწრებია: გასახედნ ურა ცხენს ვერავინ ეკარებოდა თურმე. მამაჩემის ძმას, ზურაბს უთქვამს, - მე გავხედნი, ცხენები მორეკეთ სახლთან და სახურავიდან დავახტებიო. აუტანია აღვირი სახურავზე. დახტომია ცხენს. გაგიჟებულ ბედაურს გაუტაცნია ზურაბი... ხალხს რო ეგონა, მოკლავსო, ცოტა ხანში დაბრუნებულა აღვირამოდებული ცხენით...

იმ თელაველ კომუნისტს უთქვამს, ეს ყმაწვილი მე მჭირდება, ომში არ გავუშვებო. მაინც წავიდა ომში. აღარც დაბრუნებულა...

მეორე ბიძაც, ირაკლი არ დადგა ომში წაუსვლელად. დაიჭრა. ბებიაჩემის და ბერიას დედასთან მეგობრობდა, რომელიც ღვთისმოსავი და კეთილი ქალი იყო. იმას სთხოვა თურმე, დაჭრილი საქართველოში ჩამომაყვანინეო.... ჩამოიყვანეს. ფიცხელი გენი არ ასვენებდა. ივარჯიშა, კოჭლობა რომ არ დასტყობოდა და ფრონტზე გაბრუნდა... მანაც იქ დატოვა სიცოცხლე.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 20.03.2023
ბოლო რედაქტირება 20.03.2023
სულ რედაქტირებულია 3





საქართველოს აბსოლიტური ფალავანი 1928 წლიდან, ქართულ ჭიდაობაში სრული სია

2 0

გაბრიელ ბარჯაძე დ.1953წ. სამბოს ფედერაციის მდივანი სოფ. ითხვისი ჭიათურა

1 0


დავით წიკლაური დ.1980წ. კრივის ფედერაციის პრეზიდენტი წარმ. სოფ. კიტოხი გუდამაყარი

1 0


ლაშა ტალახაძე დ.1993წ. ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობა შტანგა საჩხერე, იმერეთი.

3 0

41 0 1


გენო პეტრიაშვილი დ.1994წ. ოლიმპიური პრიზიორი თავისუფალი ჭიდაობა გორი ქართლი

5 0

27 10 10


ვარლამ ლიპარტელიანი დ.1989წ. ოლიმპიური პრიზიორი ძიუდო ლენტეხი სვანეთი

6 0

22 15 16