დავით დემეტრაშვილი ყაზბეგის ძე დაიბადა 21 დეკემბერი 1968 წ.(კასპის რ-ნისოფ.თელიანში, ყარაღაჯი) კასპი
ვისაც ერთხელ მაინც უცქერია დათოს ჭიდაობისთვის, არ არსებობს, რომ მისი ჭიდაობა დავიწყებოდა. იმდენად გამორჩეული, განსაკუთრებულად ლაღი და ლამაზი საჭიდაო სტილი ჰქონდა, რაც მთავარია სუფთა ქართული ჭიდაობის მანერით გამოირჩეოდა. სწორედ ამ შესრულების სილაღით, ფანდების მდიდარი არსენალით, მრავალფეროვნებით მიიქცია დათომ ბალღობაშივე სპეციალისტების ყურადღება ნახერხმოყრილ არენაზე.
10 წლის ასაკში ბავშური გატაცება პროფესიონალურ სპორტში გადაიზარდა. როდესაც მის გვარ-სახელს გამოაცხადებდნენ მაყურებელი განსაკუთრებულად ელოდა მის გამოჩენას, რათა იცოდა მშვენიერი თვალსასეირო სანახაობა ელოდებოდა წინ.
ერთ ესეთ ეპიზოდს იხსენებენ თანასოფლელები; ჯერ თავში იმას ავღნიშნავ, რომ ყარაღაჯი დღევანდელი თელიანი იმთავითვე გამორჩეული იყო უძლიერესი ფალავნებით და დღესაც ასეა, თუნდაც ძმები ამირან და ჯაბა პაპინაშვილების ხსენება რად ღირს. ეხლა კი იმ შეხვედრას დავუბრუნდეთ, რომელზეც ყარაღაჯელების მეხსიერებაში შემორჩა პაპინაშვილებზე მოგახსენებდით და მათი პაპაც და მამაც ძლიერი მოჭიდავეები იყვნენ და ამ შეხვედრის გახსენებაც სწორედ ჯამბულ პაპინაშვილისა და დათოს შერკინებაზე მოგვითხრობს; ჯამბული უკვე კარგა გამობრძმედილი ფალავანი იყო საქართველოს ნაკრებში ირიცხებოდა თავის წონაში სამბოში და ძიუდოში განსხვავებით დათო დემეტრაშვილისა, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ ახალბედა იყო და მხოლოდ საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებში იძახებდნენ ძიუდოში: წესისამებრ წამყვანმა გვარები გამოაცხადა და დაიწყო ჭიდაობა თავიდან პირველი ქულა ჯამბულმა აართვა და უმეტესი მაყურებლისა ფიქრობდა, რომ შეხვედრაც მისი უპირატესებოით დასრულდებოდა, თუმცა დემეტრაშვილი აცეკვდა, რომ იტყვიან (მართლაც ცეკვავდაო ნახერხმოყრილ არენაზე დათოზე იტყვიან ხშირად), მუხლი ლაჯებსშუა ამოსდო აწია, თან ეს ყველაფერი დინამიკაში ხდება, ჰაერში ერთი არა რამოდენიმე ფინტი გააკეთა და პირდაპირ ორივე ბეჭზე დასცა თურმე თავისზე გაცილებით გამოცდილი მეტოქე, დღესაც ვერავინ იძახის რა ილეთი გააკეთა? აკი ეს ილეთი მხოლოდ დათომ იცოდა, მხოლოდ მას გამოსდიოდა ფანდები, კომბინაციები, რომლებსაც დემეტრაშვილი ჭიდაობისას, "ცეკვისას", გზა და გზა იგონებდა!
გაზეთი "ლელო" ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე დათოზე წერდა, რომ - "დავით დემეტრაშვილი გამოირჩეოდა ქართული ჭიდაობის ფანდების სრულყოფილებით და ლამაზი ვაჟკაცური ჭიდაობით" - თანაც ამ ქართულ ფანდებს დათო თავისებურად, თავისი ხელწერით ასრულებდა. მის ხანმოკლე, (ახალგაზრდა წავიდა სამზეოდან), მაგრამ საკმაოდ წარმატებულ სპორტულ კარიერაში სწორედ დედა-ჭიდაობის უზადო ცოდნა უადვილებდა გამარჯვებების მოტანას.
ჭაბუკებში და ახალგაზრდებში იყო საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი, საკავშირო ჩემპიონატების არაერთგზის ჩემპიონ-პრიზიორი, როგორც ჭიდაობა სამბოში ასევე ძიუდოში. არაერთი საერთაშორისო და საკავშირო ტურნირის გამარჯვებული. საქართველოს და საბჭ.კავშირის ნაკრების წევრი.
საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი ქართულ ჭიდაობაში, რომლის წიაღშიაც თავად აღიზარდა, ეს ჩვენი დედა - ჭიდაობა თითქოს დედის მუცლიდან ჰქონდა თანდაყოლილი და ნათელი მაგალითი იყო იმისა რასაც უცხოელი ჭიდაობის ექსპერტები - დავით დემეტრაშვილის მსგავსი ფალავნის ხილვისას აღიარებენ, ამბობენ, რომ ჭიდაობა არის - ქართველი კაცის "გენეტიკური შემადგენელი" ნაწილი!
ლავრენტი კაციაშვილი ბოლო რჩევ-დარიგებებს აძლევს თავის შეგირდს ასპარეზზე გასვლის წინ
პ.ს. ფოტოს გამოგზავნისათვის უღრმესი მადლობა Mikheil Kamkhadze - ს / უცნობია მოჭიდავის გვარ-სახელი და სოფელი სადაა ფოტო გადაღებული, თხოვნაა ვისაც გეცნობათ მოიწეროთ.
პ.ს.როგორი მადლიერნი დარჩნენ ფოტოს დადების შემდეგ ოჯახის წევრები და ახლობლები, ამოვიცანით, გავარკვიეთ კიდევაც მოჭიდავის ვინაობა - დათო დემეტრაშვილი, უიშვიათესი ტექნიკის, ულამაზესი სტილის მოჭიდავე. - იმიტომ ვიხვეწები ფოტოების გამოგზავნას, რამდენ გულს უხარია, რამდენი კარგი საქმე კეთდება!! ჩემთვის ხო არ მინდა, ნუ დაიზარებთ ხალხო მაინც სახლებში ვზივართ მეტწილად და მოჩხრიკეთ, გადაუღეთ და გამოაგზავნეთ ფოტოები - ერთად გავაგრძელოდ ქართული ჭიდაობის ისტორია
ქართული ჭიდაობა ხალხური - Georgian National Wrestling
ითანამშრომლა ნინო კოშაძე (ახლობელი)
ითანამშრომლა კობა დემეტრაშვილი