ჯამლეთ ბაბილაშვილი (დ. 9 ივლისი, 1942, საგარეჯოს რაიონი — გ. 9 ივლისი, 2017) — ქართველი იურისტი, მეცნიერი.
დაბადების ადგილი: საგარეჯოს რაიონი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით 1969 წელს და ასპირანტურა 1971 წელს.
1971 წლიდან ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას, მუშაობდა პროკურატურასა და სასამართლო სისტემის ხელმღვანელ თანამდედობებზე: 1971-1975წწ. უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1975-1977წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1977-1981წწ. საგარეჯოს რაიონის პროკურორი; 1981-1986წწ. უზენაეს სასამართლოში ამიერკავკასიის ტრანსპორტის პროკურორის I მოადგილე; საქართველოს პროკურატურაში საგამომძიებო სამმართველოს უფროსის მოადგილე, უფროსი; 1986-1990წწ. ქუთაისის პროკურორი; 1992-1993წწ. საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე; 1993-2001წწ. საქართველოს გენერალური პროკურორი. 2002-2004 წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარი N11 საგარეჯოს საარჩევნო ოლქიდან, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის წევრი; 2002-2017წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქვემო ქართლის ფილიალის დოცენტი. ავტორია ოცდაათი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორისაა ორი მონოგრაფია. იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი.
სადისერტაციო თემა - "პასუხისმგებლობა ავტოსატრანსპორტო დანაშაულისათვის", დაიცვა 1975 წელს.
წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. -თბ., 1996-97. -გვ.31; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 77
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმი, წევრი (1990-1992)
ბიბლიოგრაფია
- სატრანსპორტო დანაშაულის პრობლემები და სასამართლო პრაქტიკა (ავტორი). - თბილისი, ინტელექტი, 2004. - 320გვ.
- პასუხისმგებლობა სიმთვრალეში ავტოტრანსპორტის მართვისათვის (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1975. - 34გვ.
ითანამშრომლა კახა ბუზარიაშვილი (ახლობელი)