ტექსელი აჯანყება 1945 წლის 4 აპრ. -20 მაისი, მებრძოლები, გარდაცვლილთა სრული სია
ღვინიაშვილი ანტონ ალექსანდრეს ძე 1911 წ. ქ. კასპი 20.04.1945 წ. ქ. ლოუსდენი. ნიდერლანდები
«« ფონდი დაბრუნება »» Фонд Возвращение»» სია ტექსელის სასაფლაოდან
წარმოგიდგენთ ფოტომასალას ნიდერლანდებიდან, ( კუნძული ტექსელი - ქ. დე ბურგი.) სადაც აეროდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ - ერთ ბუნკერში განთავსებული იყო აჯანყებულ ქართველთა შტაბი.
დღეს ბუნკერში აღდგენილია შიდა სივრცე სადაც განთავსებულია პატარა საგამოფენო დარბაზი. გამოფენილია ირგვლივ მინდვრებში ნაპოვნი არტეფაქტები. (ქართველები თავდაპირველად შეიარაღებულნი იყვნენ მხოლოდ ხანჯლებით) და მათი პირადი ნივთები. ბუნკერის შესასვლელში გამოკრულია კაპიტან შალვა ლოლაძის მიმართვა მოსახლეობისადმი - გაიარონ რეგისტრაცია.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კუნძულზე დღესაც იგრძნობა ქართული სული. ქართველთა სასაფლაო ერთ ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ღირშესანიშნაობაა.
აქვე ვიწყებთ კუნძულზე დაკრძალულ საქართველოს მკვიდრთა სიის გამოქვეყნებას.
დაღუპულთა სია 1945 წელს შედგენილია აჯანყების ერთ - ერთი ორგანიზატორის ევგენი არტემიძის მიერ. სიაში არის მხოლოდ სახელები და გვარები. ყველა ითვლება უგზო - უკვლოდ დაკარგულად. სიაში შეყვანილია ის ქართველებიც რომლებიც დაკრძალულნი არიან ლოუსდენის სამხედრო სასაფლაოზე. დაახლოებით 590 გვარი.
ავღნიშნავ, რომ ეს სია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცენტრალურ სამხედრო არქივში დაცული საარქივო მასალების საფუძველზე გადამუშავებულია ჩვენს მიერ. ჩასწორებულია გვარები და სახელები, ზუსტი იდენტიფიცირებისათვის დამატებულია მამის სახელი, დაბადების წელი და ადგილი.
სიაზე 2015 წლიდან მუშაობს ზაზა გიორგის ძე მილაძე, დაბ. 29 მარტი 1969 წელი, გორი, 1970 წლიდან იზრდებოდა თბილისში, წარმომავლობით, სოფელი ალევი, ახალგორი, სამაჩაბლო.