წყარო 1811-1917წწ ეგზარქოსობისდროინდელი იმერეთის ეკლესიები და მღვდლები, ავტ. მერაბ კეზევაძე სრული სია
1100-ზე მეტი წმიდა გიორგის ტაძარი საქართველოში, მოგვაწოდეთ რაც, გამოგვრჩა.
გაბადაძე ვარლამ ?-1917წწ ცუცხვათის წმ. გიორგის ეკლესია
გაბადაძე ვარლაამ პავლეს ძე (29.12.1883, ქუთაისის მაზრა, სოფ. კურსები _ 28.11.1954, დაბა ჩხარი) _ დეკანოზი. დაიბადა მღვდლის ოჯახში. 1901 წელს დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი. 1903 წლის 5 სექტემბერს ვარლაამმა სამრევლო-საეკლესიო სკოლაში საღვთო სჯულის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. 1914 წლის 30 სექტემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ალადაშვილი) დიაკვნად აკურთხა, მასწავლებლის ადგილის შენარჩუნებით და ნაბოსლევის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის უშტატო დიაკვნად დაინიშნა ხელფასის გარეშე.
1916 წელს მღვდლად დაასხა ხელი და ცუცხვათის წმ. გიორგის სახელობის ტაძარში დაადგინა. 1922 წელს ზარათის წმ. კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიის წინამძღვარია. XX ს-ის 20-იანი წლების ბოლოს დროებით შეწყვიტა მღვდელმსახურება. 1933 წლიდან განაახლა მსახურება და ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტ სვიმონის (ჭელიძე) ლოცვა-კურთხევით, სოფ. ჩხარის სამრევლო ჩაიბარა, სადაც ადრე მისი უფროსი ძმა კონსტანტინე მსახურობდა. 1934 წელს დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1937 წელს ოკრიბის ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს. 1948 წლის 24 აპრილს ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა ეფრემმა (სიდამონიძე) დეკანოზი ვარლაამი ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის ენქერით დააჯილდოვა. დასაფლავებულია დაბა ჩხარის საერო სასაფლაოზე. მეუღლე ალექსანდრა დომენტის ასული (11.06.1895) და ვაჟი: ანდრია (17.02.1914).
გიორგი მაჩურიშვილი
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი (1916-)
გაბადაძე ვარლაამი – (29.12.1883-28.11. 1954), დეკანოზი. დაიბადა მღვდლის ოჯახში. 1901 წ. დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი. 1903 წ. 5 სექტემბერს სამრევლო-საეკლესიო სკოლაში საღვთო სჯულის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. 1914 წ. 30 სექტემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ალადაშვილი) დიაკვნად აკურთხა, მასწავლებლის (ადგილის შენარჩუნებით) და სოფელ ნაბოსლევის წმ. გიორგის ტაძრის დიაკვნად დანიშნა ანაზღაურების გარეშე. 1916 წ. მანვე მღვდლად დაასხა ხელი და სოფელ ცუცხვათის წმ. გიორგის ტაძარში დაადგინა. 1922 წ. ივნისში, კომუნისტების მიერ ეკლესიებში არსებული ქონების საყოველთაო აღწერის დროს, სოფელ ზარათის წმ. კვირიკესა და ივლიტას ტაძრის წინამძღვრად იხსენიება. 1926 წ. 17 თებერვლიდან 1932 წლის ჩათვლით ქუთაის-გაენათის ეპარქიის, კულაშის ოლქის სოფელ კულაშის მაცხოვრის ჯვარცმის ტაძრის წინამძღვარია. 1929-1932 წწ. კულაშის ოლქის მთავარხუცესია. 1929 წ. 1 სექტემბერს ქუთაის-გაენათის ეპარქიის ჩამონათვალში აღნიშნულია, რომ კეთილმოწესე მღვდელი ვარლაამი თავისი სამრევლოს გარდა ასევე ემსახურება სოფელ მელაურის მთავარანგელოზთა და სოფელ ჭაგნის ღვთისმშობლის ტაძრებს. 1932 წ. ბოლოს გარდაიცვალა მისი უფროსი ძმა, დაბა ჩხარის მაცხოვრის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი კონსტანტინე და ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის სვიმონის (ჭელიძე) ვარლაამი ლოცვა-კურთხევით დაბა ჩხარის სამრევლოში გადავიდა. 1933 წ. დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1937 წ. სოფ. ოკრიბის ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს. 1948 წ. 24 აპრილს ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა ეფრემმა (სიდამონიძე) დეკანოზი ვარლაამი ეკლესიაში ერთგული სამსახურისთვის ენქერით დააჯილდოვა. დაკრძალულია დაბა ჩხარის საერო სასაფლაოზე.
წყარო
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია