სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10641

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ლაზურში კვარშილი ქართულ ყოჩივარდას (laT. Ciclamen vernum Sm.) ჰქვია. მეგრელები ამ მცენარეს კარაკუნჩხა-საც ეძახიან და ტყვარჩელია-საც (ა.მაყაშვილი, ბოტანიკური ლექსიკონი,თბ.1991,გვ.72-73). თუ გავიხსებთ იმას, რომ არსებობს გვარსახელ კვაშილავა-ს ფონეტიკური ვარიანტი კვარშილავა (ზანათში 5 კომლი კვარშილავა ცხოვრობს), მაშინ გვარსახელ კვაშილავა - კვარშილავა-ს წარმოშობა ამ მცენარის სახელთან დაკავშირებული თიკუნიდან არ გაგვიკვირდება, რადგან მცენარის სახელისგან ნაწარმოები მეგრული გვარი არაერთია (ბულია, გახოკია, თუფურია, თხირავა, კიფაია, ქობალია, ყოლანდარია - ყვალანდარია, წიფურია, ჭყონია, ჯიჭონაია - ჭიჭონაია, ჟალაღონია).