სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ამირან კვაშილავა 1955-1993წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. ცაგერა ოჩამჩირე აფხაზეთი. ამირან კვაშილავა 1955-1993წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. ცაგერა ოჩამჩირე აფხაზეთი. ამირან კვაშილავა 1955-1993წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. ცაგერა ოჩამჩირე აფხაზეთი. ამირან კვაშილავა 1955-1993წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. ცაგერა ოჩამჩირე აფხაზეთი.

1955-1993 წწ. გარდ. 38 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი კვაშილავა სია

ოჩამჩირე გამოჩენილი ადამიანები სრული სია

269       ბეჭდვა

ამირან კვაშილავა 1955-1993წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. ცაგერა ოჩამჩირე აფხაზეთი.

ამირან კვაშილავა

„.. სახლიც, რაგინდ კეთილად იყოს ნაგები, ჩუქურთმა-სამშვენისებით გამოკოხტავებული, თუ შიგ ადამიანის სუნი არა ტრიალებს, მკვდარია.


ოჩამჩირის რაიონში, სოფელ ცაგერაში კი სულ ჩვეულებრივ ორღობეში ერთი ჩვეულებრივი, დაუმთავრებელი სოფლური სახლი დგას. სახლი – სიმბოლო,კაცურკაცობის, ვაჟკაცური შემართებისა და სამშობლოს სიყვარულის სიმბოლო.



აქ, ამ სახლის დაუმთავრებელი მეორე სართულიდან ვერ უყო ძვრა მტერმა ბატალიონ „თბილისელის“ მეთაურს ამირან კვაშილავას, ბიჯითაც ვერ დაახევინა უკან.

და დგას ასე – დაცხრილული სახლი – სიმბოლო“ (გაზეთი „საქართველოსრესპუბლიკა“, 18. 09. 93 წ.)

1955 წლის 15 ივნისს დაიბადა ამირან კვაშილავა. მშობლებმა ადრეულ ასაკში დააობლეს. ბებიამ და ბაბუამ იკისრეს მისი გაზრდა. რა მძიმე და რა ძნელია ქალისთვის ის ტვირთი, რომელსაც შვილი დაეღუპა და მისი შვილი შავი გულით უნდა ზარდოს.

უღიმღამო იყო ბებიისა და ბაბუის ხელში ამირანის ბავშვობა, მან გადაატანინა ამ ოჯახს დიდი მწუხარება. ბებია მეუღლის ხელშეწყობითა და იმედით უმკლავდებოდა უმძიმეს მწუხარებას, ტრაგედიით მოცულ ოჯახში ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რათა ბავშვს ობლობა არ ეგრძნო და სასიქადულო ვაჟკაცი გაზრდილიყო. 1972 წელს დაამთავრა აკად. ივ. ჯავახიშვილის სახელობის 53-ე საშუალო სკოლა, სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც 1978 წ. დაამთავრა. ბოლო წლებში მუშაობდა ქალაქის კეთილმოწყობის სამმართველოში. შექმნა ოჯახი.


მართლაც, ბებიას სევდიანმა ნანამ და ცრემლიანმა თვალებმა საოცარი ვაჟკაცი გაზარდეს.

1992 წ. 19 ოქტომბერს თბილისის მერიასთან შეიქმნა დივიზია „თბილისელი“. ამირანი შტაბის უფროსად დაინიშნა, მერე ბატალიონის მეთაურად. იმავე წლის 4 დეკემბერს ბატალიონი ოჩამჩირის რეგიონში წავიდა საბრძოლველად– ლაბრა, ცხენისწყალი, ილორი, ტამიში, ცაგერა. ამირანი ყველაზე უმცროსი იყო, მაგრამ თავისი სიმამაცითა და ადამიანური თვისებებით დიდი ავტორიტეტი მოიპოვა.

1993 წლის 4 მაისს ტყვიამ შეწყვიტა მისი სიცოცხლე. ჩამოასვენეს და 9 მაისს დედის გვერდით დაკრძალეს.


ამირან კვაშილავა სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით. ცაგერაში ერთ-ერთ ქუჩას მისი სახელი ეწოდა.

ზღვა ცრემლმა გააცილა მისი ნატყვიარი სახე, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ამშვენებდა მშვენიერი ღიმილი. დარჩა პატარა შვილი ნათია, უმისობით დარდიანი გულით ძნელ გზაგასავლელი მეუღლე ლალი და უხუცესი ბებია, რომელმაც ამ მწუხარებასაც გაუძლო...


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 23.07.2021
ბოლო რედაქტირება 11.11.2021
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 12.07.2023
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0