სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12049

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კოპაძე  ივანე ეკლესიის ქომაგი
ბმულის კოპირება

ბეჭდვა

კოპაძე ივანე ეკლესიის ქომაგი

კვეზერელი–კოპაძე. 1900-იანი წლები, ავლაბრის წმ. მარინეს სახელობის ეკლესიის მზრუნველთა საბჭოს წევრი, ხშირად ესწრებოდა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომებს. 

 ივანე კვეზერელი–კოპაძე წარმატებული მეწარმე იყო. მის მიერ დამზადებულმა არყებმა, ლიქიორებმა და კონიაკებმა საქართველოში, რუსეთის იმპერიასა და ევროპაში არაერთი მაღალი ჯილდო დაიმსახურა.

   ივანე 14 წლის იყო, როდესაც მამა გარდაეცვალა. იძულებული გახდა სწავლისათვის თავი დაენებებინა და მუშაობა დაეწყო. სამსახურის შოვნა მოახერხა და 14 წელი იმუშავა ფრანგი რუსელის ფრანგული გალანტერეის მაღაზიაში. ერთხელ მაღაზიაში დავით სარაჯიშვილი შესულა, მოსწონებია ივანეს მონდომებული საქმიანობა და თავის დაჭერა და სამსახური თავის ახლად დაარსებულ არყისა და კონიაკის წარმოებაში შეუთავაზებია.

   დავით სარაჯიშვილმა ივანეს თავისი პროდუქციის ბითუმად გაყიდვის სავაჭრო განყოფილება ჩააბარა ჯერ რიყეზე, შემდეგ კი – მეტეხის ციხესთან. ივანე კვეზერელი–კოპაძე 30 წელზე მეტხანს განაგებდა დ. სარაჯიშვილის არყის წარმოებას თბილისის ერთ–ერთ ქარხანაში. იგი ამ წლების განმავლობაში საფუძვლიანად დაეუფლა ლიქიორ–არყის ტექნოლოგიას. დავითის გარდაცვალების შემდეგ საკუთარ საწარმოს აფუძნებს. წარმოებისათვის საჭირო მანქანა–დანადგარები ვარშავის ცნობილი ქარხნებიდან გამოიწერა: ბორმანის, შვედეს და ტემლერის ფირმის სპილენძის სახდელი აპარატები, შოლდტის და ფოგელის ფირმის ბოთლის გერმანული სარეცხი, საცობის დმხუფავი, ჩამომსხმელი დანადგარები, ფილტრები და სხვა საჭირო ინვენტარი და თანამედროვე ქარხანა მოაწყო. ნაწარმი საქართველოს გარდა, საზღვარგარეთაც გაჰქონდა და პარიზისა და ბრიუსელის საერთაშორისო გამოფენებზე მედლები და სიგელები დაიმსახურა. ივანე მეორე გილდიის ვაჭარი და ვაჭარ–მრეწველთა გამგეობის წევრი იყო.  

    იგი ქველმოქმედიც იყო. მან დიდი თანხა გაიღო სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მშენებლობისთვის. მისი ინიციატივით ავლაბარში გაიხსნა თბილისის მე–4 გიმნაზია, მატერიალურად ეხმარებოდა ავლაბრის მუშათა თეატრს. იყო ავლაბრის წმ. მარინეს სახელობის ეკლესიის მზრუნველთა საბჭოს წევრი, ხშირად ესწრებოდა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომებს. 

   ივანე კვეზერელი–კოპაძის როლი ქართული ლიქიორ–არყის განვითარების საქმეში ფასდაუდებელია.

    წყარო: საქართველო – ღვინის აკვანი / ბონდო კალანდაძე; თბილისი, 2015. - 187 გვ.

კოპაძე - გვარის 9 ღვთისმსახური

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

კოპაძე სამსონ - ბლაღოჩინი მღვდელი. სრულად ნახვა
კოპაძე ედიშერ - მედავითნე. სრულად ნახვა
კოპაძე გიორგი - მღვდელი. სრულად ნახვა
კოპაძე იოსები - მღვდელი. სრულად ნახვა
კოპაძე იოანე გაბრიელის ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
კოპაძე იოსებ იოანეს ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
კოპაძე ისიდორა - მონაზონი. სრულად ნახვა
კოპაძე ქრისტინე - იღუმენია. 2014 წლის 07 ივლისს, დაჯილდოვდა ოქროს ჯვრით და იღუმენიას წოდებით; ვედრების ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, სრულად ნახვა
კოპაძე სვიმეონი  არქიმანდრიტი
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 2


კოპაძე  ალექსანდრე (სანდრო) სასულიერო სემინარიის სტუდენტი 1995-2024 წელს წარმ. სოფ. დვანი (ქარელი)


სრულად ნახვა
კოპაძე  ივანე ეკლესიის ქომაგი
კოპაძე ივანე - ეკლესიის ქომაგი. კვეზერელი–კოპაძე. 1900-იანი წლები, ავლაბრის წმ. მარინეს სახელობის ეკლესიის მზრუნველთა საბჭოს წევრი, ხშირად ესწრებოდა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომებს.  სრულად ნახვა
კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.