თენგიზი და ნუკრი მიქენაიები
თენგიზ მიქენაია დაიბადა 1964 წელს ქ. ზუგდიდში. საშუალო სკოლის პარალელურად დაამთავრა სამხატვრო სკოლა,
შემდეგ _ სოხუმის სამხატვრო სასწავლებელი. არის მხატვარი, მოქანდაკე და ფერმწერი.
2000 წლიდან ძმა _ ნუკრი მიქენაიასთან ერთად მუშაობს ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მშენებარე და მოქმედი
ტაძრების შემკობაზე. ძმები ასრულებენ ხესა და ფერად ლითონზე მხატვრულ-ორნამენტულ ჭრას. ჩვენი ეპარქიის ტაძრებს მათი ოსტატობით
შესრულებული მრავალი საეკლესიო ინვენტარი ამშვენებს: კიოტები (ხის ორნამენტებითა და ვერცხლით შემკობილი), აღსავლის კარები,
ხეზე შესრულებული ბარელიეფური ხატები. მათი ნამუშევრები ხელოვნების ნიმუშებს წარმოადგენენ.
თენგიზის შვილი სანდრო მიქენაია არის ქალაქ თბილისის სამხატვრო აკადემიის მაგისტრანტი, რომელიც სასახელოდ
აგრძელებს მამის პროფესიას. იგი მომავლის მქონე ახალგაზრდა ხელოვანია, ამჟამად ცხოვრობს და საქმიანობს ქალაქ ზუგდიდში.
გვ220
გვ221