2014წ. მდგომარეობით მღვდელმონაზონი შემოქმედის ეპარქია
საპატრიარქოს უწყებანი N30 23-29სექტემბერი 2010წ გვ. 4
ბერად აღკვეცა
22 აგვისტოს უდაბნოს წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტერში შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) ბერად აღკვეცა ამავე მონასტრის მორჩილები: ზურაბ ახრახაძე (სახელად ეწოდა ― მოსე) და გიორგი ურუშაძე (სახელად ეწოდა — ილარიონი).
29 აგვისტოს ოზურგეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) დიაკვნად აკურთხა ბერი მოსე (ახრახაძე). ბერ-დიაკონი მოსე გორთაფონის მამათმთავართა სახელობის მამათა მონასტერში იმსახურებს.