თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.
გეგელია დიმიტრი - მღვდელი.
1797 წ. მამულის ნასყიდობის წიგნიდან.
სრულად ნახვა
1448 ფონდი 1 ანაწერი314. 1797 წ. მამულის ნასყიდობის წიგნი, მიცემული მუნჯიშვილის მიერ ბერუაშვილისადმი. დამწერი მღვდელი დიმიტრი განძიელი
განძიელი — შუა საუკუნეების ქართველ დიდებულთა გვარი. მისი წარმომადგენლები ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით 1727 წელს თრიალეთიდან ქსანში შემოვიდნენ და მოღვაწეობდნენ, როგორც ქსნის საერისთოს გვერდის ძირის აზნაურები.[1] განძიელები ამ წოდებითაა მოხსენიებული გეორგიევსკის ტრაქტატში, რომელიც 1783 წელს გაფორმდა, რაც მეტყველებს იმაზე, რომ განძიელები სულ მცირე 1783 წლამდე აღმოსავლეთ საქართველოს გვერდის ძირის აზნაურნი იყვნენ. შემდგომად ამისა, განძიელების გვარი (ან გვარის ერთი გარკვეული ნაწილი) გადავიდა იმერეთში, სადაც ეს გვარი „იმერეთ შესცვალეს ენის თვისებისა გამო გეგელიათ.“[2] განძიელების გვარის ასეთი გეოგრაფიული გადაადგილება ხსნის იმას თუ რატომ არიან დღესდღეობით იმერელი და მეგრელი გეგელიები.
3933. 1800 წ. 8 მაისი. მამულის ნასყიდობის წიგნი, მიცემული გარეჯვარში მოსახლე პაატა ყანჩაელის მიერ უფლისციხელ ზურაბ ადუაშვილისადმი. დამწერი მღვდელი დიმიტრი განძიელი