ენუქიშვილი იოანე დეკანოზი
ენუქიშვილი იოანე დეკანოზი, 1932წ. დაჯილდოვდა სამკერდე ოქროს ჯვრით, ალავერდის ეპარქია, 1928წ იყალთოს „ღვთაების” სახელობის ეკლესია 1928წ. იყალთო (თელავი) წმიდა სტეფანეს, იოანე ნათლისმცემლის, ფერიცვალობის, ღვთაების, ეკლესია

1928 წლის 27 სექტემბერს გაკეთებულ განცხადებაში სტეფანე ალავერდელი წერდა: 6.იყალთოს „ღვთაების” სახელობის ეკლესია - მღვდელი იოანე ენუქიშვილი;
1932 წლის 5 აპრილს, ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულისათვის, თანახმად ალავერდის საეპარქიო საბჭოს დადგენილებისა, დაჯილდოედნენ შემდეგი სასულიერო პირები: 4) მღვდელი იოანე ენუქიშვილი - სამკერდე ოქროს ჯვრით ;
1932 წლის 5 აპრილს, ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულისათვის, თანახმად ალავერდის საეპარქიო საბჭოს დადგენილებისა, დაჯილდოედნენ შემდეგი სასულიერო პირები: 2) მღვდელი იოანე ენუქიშვილი - დეკანოზის წოდებით;
1931-32 წლებში დაფიქსირდა მრავალი შემთხვევა სასულიერო პირთა უზომო დაბეგვრისა და ასევე ეკლესია-მონასტრების დარბევისა თუ გაძარცვისა. გამონაკლისი არც ალავერდის ეპარქია ყოფილა: სოფელ იყალთოს სამრევლოს დეკანოზ იოანე ენუქიშვილისათვის შეუწერიათ 310 მანეთი და ვინაიდან მას არ ჰქონდა შესაძლებლობა გადაეხადა თანხა, წაურთმევიათ ცხენი, აუყრიათ ქოხისათვის იატაკი და ჭერის ფიცრები, წაუღიათ ანაფორა, პალტო და ქუდი და ყოველიეე ეს ჩაუბარებიათ იყალთოს ერთ-ერთი მცხოვრებლისთვის, მარტის 31-მდე, როდესაც უნდა მომხდარიყო აღნიშნული ქონების გაყიდვა. ასევე მოექცნენ სოფელ ოჟიოს მღვდელ გიორგი მეზვრიშვილს. მასაც დაუშალეს სახლი და საშენი მასალა გადაუზიდეს სხვაგან, თვითონ მღვდელი ცოლ-შვილით დარჩენილა ღია ცის ქვეშ.
1934 წლის 27 სექტემბერს საკათოლიკოსო სინოდის წევრნი დეკანოზი იოანე ცქიტიშვილი და დეკანოზი ბენიამენ კანდელაკი კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, გაემგზავრნენ ალავერდის ეპარქიაში. შთაბეჭდილებები წერილობითი ფორმით შეადგინეს: 7 სთ-ზე დაიწყო ლოცვა. ტაძარი თითქმის სავსე იყო. დეკანოზი იოანე ცქიტიშვილი, დეკანოზი ლეონტი ღვინიაშვილი, დეკანოზი იოანე ენუქიშვილი და მთავარდიაკონი პეტრე დეკანოზიშვილი შეუდგნენ ღვთისმსახურებას. გალობდა გურჯაანიდან მოსული გუნდი.
1942 წელს მთელს ალავერდის ეპარქიაში მოქმედი ეკლესია დარჩა მარტო ერთი, ჩემდა რწმუნებული თელავის „ღვთაების ეკლესია“. ეპარქიაში სამღვდელოება დარჩა 7 კაცი. არქიმანდრიტი ამბროსი (ალადაშვილი), არქიმანდრიტი იოსები (ლაგაზიშვილი), იღუმენი სტეფანე (გიგოლაშვილი), დეკანოზი იოანე ენუქიშვილი, მღვდელი გიორგი მეზვრიშვილი, მთავარდიაკონი - მღვდელმოქმედებით პეტრე დეკანოზიშვილი და ერთი წიგნისმკითხველი გიორგი ცერცვაძე. არც ერთ სამღვდელო პირს არ აქვს განსაზღვრული სამრევლო, ყველა თავისუფალია.
1944 წლის დასაწყისში ალავერდის ეპარქიაში გაიხსნა 3 ეკლესია და მასზე მიწერილი 15 სამრევლო. ფშაველი - დეკანოზი იოანე ენუქიშვილი;
1946 წლის 10 სექტემბერს დეკანოზი მათე ალბუთაშვილი კათოლიკოს-პატრიარქს უგზავნის ცნობას ეპარქიაში უზომოდ დაბეგრილი მღვდლების შესახებ, სადაც კარგად ჩანს, თუ რამხელა გადასახადების გადახდა უწევდათ მაშინდელ სასულიერო პირებს: 3) დეკანოზი იოანე ენუქიშვილი - 8000 მან. (წასულია მთა-თუშეთში თავისი სურვილით);
1950 წლის 31 იანვრით: ფშაველი - დეკანოზი იოანე ენუქიშვილი
მამა იოანეს მამა ალექსანდრე, დედა ნინო, შვილები:ბენედიქტე, სერაფიონი, დოსითეოსი. ბენედიქტეს შვილი თეიმურაზი, სერაფიონის შვილები: გიორგი, ვაჟა. დოსითეოსის შვილი-იოვანე-(იოანე არის გიორგის მამა, გიორგის ძმა არის სოსო-იოსები.


ეს ტაძარი არის იყალთოს მონასტრის კომპლექსში მდებარე ბოჭორმის წმინდა გიორგი, ტაძრიდან 10მეტრში მამა იოანეს საფლავია.

ფოტო ინახება გიორგი ენუქაშვილის ოჯახში (შთამომავალი)

ფოტო მოგვაწოდა ნიკოლოზ გიორგის ძე ბოტკოველმა;