2006 წელს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით სქურში მონასტრული ცხოვრება აღდგა.
მამათა მონასტრის დაარსებაში დიდი წვლილი მიუძღვით დეკანოზებს ანდრიასა (ლიპარტია) და ამბროსის (თორდია). ამ
მონასტრისთვის დეკანოზმა ამბროსიმ დედამის ქეთევანთან ერთად სახლ-კარი შეიძინა და ეპარქიას გადასცა.
საპატრიარქოს უწყებანი N49 31დეკემბერი-6იანვარი 2004წ გვ.6
ხელდასხმა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში
30 დეკემბერს კორცხელის ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში ზუგდიდისა და ცაიშის ეპისკოპოსმა გერასიმემ (შარაშენიძე) მღვდლად დაასხა ხელი დიაკონ ამბროსი თორდიას, ხოლო დიაკვნად წიგნის მკითხველს, იაკობ ეხვაიას.