2022წ. მდგომარეობით დეკანოზი კუკია (თბილისი) წმიდა ნინოს ეკლესია
ლეკიშვილი კონსტანტინე ვაჟას ძე, დეკანოზი [დაბ. 1968 წ. 27.02. ქ. თბილისი კუკიის წმინდა ნინოს ტაძრის წინამძღვარისხვა სტატია კარიბჭე 28.01.2022
საპატრიარქოს უწყებანი N46 20-26 ნოემბერი 2003წ გვ.5
2003 წლის 16 ნოემბერს უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II სიონის საპატრიარქო ტაძარში დიაკვნად დაასხა ხელი თბილისის სასულიერო აკადემიის II კურსის სტუდენტს, საქართველოს საპატრიარქოს რადიო „ივერიის“ თანამშრომელს, კონსტანტინე ლეკიშვილს.
საპატრიარქოს უწყებანი N39 22-28ოქტომბერი 2004წ გვ.5
ხელდასხმა
10 ოქტომბერს უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II სიონის საპატრიარქო ტაძარში მღვდლად დაასხა ხელი ამაღლების სახელობის ტაძრის დიაკვანს კონსტანტინე ლეკიშვილს.
საპატრიარქოს უწყებანი N10 14-20 თებერვალი 2010წ გვ. 12
დაჯილდოება
14 მარტს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა შემდეგი სასულიერო პირები ოქროს ჯვრით და დეკანოზის წოდებით: მღვდელი კონსტანტინე ლეკიშვილი, მღვდელი ნიკოლოზ გობეჯიშვილი.
საპატრიარქოს უწყებანი N37 1-6დეკემბერი 2011წ გვ.5
დაჯილდოება
27 ნოემბერს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ გამშვენებული ჯვრით დააჯილდოვა კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი კონსტანტინე ლეკიშვილი.