|
გარსიაშვილი დავით ზაქარიას ძე - დეკანოზი.
დაბ. საგარეჯო 1870-1957წწ დაკრძ. კუკია. ბიოგრაფია
1895-1922წ.
დეკანოზი
სრულად ნახვა
|
|
გამრეკელი გიორგი გაბრიელის ძე - დეკანოზი.
დაბ. სოფ. მეჯვრისხევი (გორი) 1869-1935წწ ბიოგრაფია;
1900-1935წ.
მღვდელი
დაკრძ. იქვე
სრულად ნახვა
გამრეკელი გიორგი დეკანოზი, 1869-1935წწ ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. საპატრიარქოს უწყებანი. თბილისი, 2022. 16 - 29 ივნისი. N 12 (985). გვ. 21-24.
|
|
მაღალდაძე ნიკოლოზ - მღვდელი.
1836-1902წწ დაკრძ. კუკია
1902წ.
ღვთივგანისვენა
მღვდელი
დაკრძ. იქვე
სრულად ნახვა
მაღალდაძე ნიკოლოზ (მღვდელი) ქიზიყი, 1898წ. ცხოვრება და მოღვაწეობა. საპატრიარქოს უწყებანი. თბილისი, 2010. 18-24 ნოემბერი, N38(566), გვ.18-20 დეკანოზი ალექსანდრე მიხეილის ძე ჯალიაშვილი 1871 წელს (საფლავზე აწერია 1873 წელი), სიღნაღის მაზრის სოფელ ფანიანში, მედავითნის ოჯახში დაიბადა. ალექსანდრე ადრეულ ასაკში დაობლდა და იგი ოჯახის ახლობელმა და ნათესავმა მღვდელმა ნიკოლოზ მაღალდაძემ გაზარდა. მამა ნიკოლოზი 1836 წელს კახეთში დაიბადა. იგი მთელ კახეთში, კერძოდ, ქიზიყში, ერთ-ერთ სამაგალითო და პატიოსან მოძღვრად ითვლებოდა. სასულიერო სასწავლებლის დასრულების შემდეგ, XIX ს-ის 60-იან წლების ბოლოს, მას მღვდლად დაასხეს ხელი და ქიზიყში, სოფელ ბოდბისხევის წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნეს, ხოლო 1885 წელს კამილავკით დააჯილდოვეს. 1892 წელს ეპარქიალურმა სასწავლო კომიტეტმა მადლობა გამოუცხადა თბილისის ქალთა ეპარქიალურ სასწავლებელში წმინდა კონსტანტინესა და ელენეს ცხოვრების 100 ბროშურის უფასოდ დარიგებისათვის. 1893 წლის თებერვალში სიღნაღის მაზრის I ოლქის სამღვდელოების სულიერ მოძღვარად აირჩიეს. 1899 წლის 6 მაისს კი წმინდა სინოდმა მადლობის სიგელი უბოძა. მამა ნიკოლოზი 1902 წლის 22 ივნისს, სიბერის გამო, თავისი თხოვნის საფუძველზე, შტატიდან გადადგა. გარდაიცვალა 1902 წლის 28 ოქტომბერს, თბილისში. დასაფლავებულია კუკიაზე, წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის სასაფლაოზე.
მაღალდაძე
ნიკოლოზ მღვდელი, 1869, 1870, 17871, 1880წ. ბოდბისხევის (სიღნაღი) კვირიკეს და ივლიტას ეკლესია, სიღნაღის მაზრა 
მღვდელი ნიკოლოზ მაღალდაძე, მისი მეუღლე ნინო ჩოლოყაშვილი.
|
|
მახათაძე დიმიტრი იოანე (მღვდელი) ძე - მღვდელი.
დაბ. სოფ. დრე (თეთრიწყარო) 1931-1903წწ. ბიოგრაფია;
1903წ.
დაკრძალეს
მღვდელი
სრულად ნახვა
|
|
სიდამონიძე სოლომონ დავითის ძე - მღვდელი.
გარდ. 1910წ.
1910წ.
დაკრძალულია
მღვდელი
სრულად ნახვა
|
|
ჭეიშვილი იოსებ ზაქარიას ძე - დეკანოზი.
დაბ. სოფ. ქვიტირი (წყალტუბო) 1845-1927წწ ბიოგრაფია;
1927წ.
დაკრძალეს
დეკანოზი
სრულად ნახვა
ჭეიშვილი იოსებ ზაქარიას ძე, დეკანოზი 1876-1877წ. ქვიტირის (შუა) წმ. გიორგის ეკლესია, სხვა წყარო ფოტომატიანე 1900-იანი წლები. საპატრიარქოს უწყებანი. თბილისი, 2010. 2-8 დეკემბერი, N40(568), გვ.18-20, 1845–1927წწ ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. საპატრიარქოს უწყებანი. თბილისი, 2016. 1–6 დეკემბერი. N 37 (826). გვ. 17–20. 
დაჯილდოვდა ენქერით 1910წ. ქუთაისის ალექსანდრე ნეველის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი გაზეთი მწყემსი N7-8, 31-May-1910 ჭეიშვილი იოსებ ზაქარიას ძე, დეკანოზი 1876-1877წ. ქვიტირის (შუა) წმ. გიორგის ეკლესია, ჭეიშვილი იოსებ დეკანოზი ქუთაისის საჯათედრო ტაძრის კრებული XIX ს-ის 80- იანი წლები.
|
|
ტურიაშვილი ლაზარე ალექსის ძე - დეკანოზი.
დაბ. სოფ. ტიბაანი (სიღნაღი) 1845-1929წწ დაკრძ. კუკია წმინდა ნინოს ეკლესიის ოზეში; ბიოგრაფია
1929წ.
დაკრძალეს
დეკანოზი
სრულად ნახვა
|
|
ბერიძე იოსებ ილიას ძე - დეკანოზი.
1859-1931წწ. დეკანოზი კუკიის წმიდა ნინოს ეკლესია აღმშენებელი.
1931წ.
ღვთივგანისვენა
დეკანოზი
დაკრძ. იქვე
სრულად ნახვა
|
|
ახმეტელაშვილი ვასილ დავითის ძე - მღვდელი.
1850-1931წწ სანდრო ახმეტელის მამა;
1931წ.
დაკძალეს
მღვდელი
სრულად ნახვა
ახმეტელაშვილი ვასილ დავითის ძე, 1850-1931 წწ.
ახმეტელაშვილი ვასილ დავითის ძე, 1850-1931 წწ. წინამძღვარი მღვდელი, სოფელ ხორხელის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (თელავის მაზრა) 1890წ. კოღოთო (ახმეტა) წმიდა გიორგის ეკლესია თელავის მაზრა 1901წ. ხორხელი (ახმეტა) ღვთიმშობლის ეკლესია თელავის მაზრა
ახმეტელაშვილი ვასილ პრიჩტნიკი, 1870წ. ანაგა წმიდა თომა მოციქულის ეკლესია, 1880წ. ანაგის (ბაიდარაანი) (სიღნაღი) წმიდა ნინოს ეკლესია, სიღნაღის მაზრა 
ახმეტელაშვილი ვასილ დავითის ძე, 1850-1931 წწ. წინამძღვარი მღვდელი, სოფელ ხორხელის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (თელავის მაზრა) ახმეტელაშვილი ვასილ პრიჩტნიკი 142. სოფელ ხორხელის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (თელავის მაზრა) წინამძღვარი მღვდელი ვასილ დავითის ძე ახმეტელაშვილი 1850 წელს დაიბადა. დაამთავრა თბილისის სასულიერო სასწავლებელი. 1885 წლის 10 დეკემბერს დიაკვნად აკურთხეს, ხოლო 1886 წლის 6 მაისს მღვდლად დაასხეს ხელი და კოღოთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1899 წლის 12 აპრილიდან ხორხელის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესეს და საგვერდულით დაჯილდოვდა. 1905 წლის აღდგომას სკუფიით დაჯილდოვდა. 1910 წლის 30 მაისს ანაგის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს. 1916 წლის 23 დეკემბერს კამილავკა უბოძეს, ხოლო 1919 წელს კისამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. XX საუკუნის 20-იან წლებში ანაგის ღვთისმშობლის ეკლესიის დახურვის შემდეგ, ამავე სოფლის წმინდა თომა მოციქულის სახელობის ეკლესიაში განაგრძო მოღვაწეობდა. 1925 წლის 27 დეკემბერს ბოდბელმა ეპისკოპოსმა სტეფანემ (კარბელაშვილი) მამა ვასილს, ეკლესიაში ერთგული და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის დეკანოზის წოდება მიანიჭა. დეკანოზი ვასილი 1931 წლის 2 ივნისს თბილისში, მიხაილოვის სავადმყოფოში გარდაიცვალა. იგი დაასაფლაევეს კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის სასაფლაოზე. მისი შვილი იყო ცნობილი რეჟისორი სანდრო ახმეტელი.
|
|
ნინიკაშვილი კონდრატე დავითის ძე - დეკანოზი.
დაბ. სოფ. ქვემო მაჩხაანი, სიღნაღი 1870-1932წწ. ბიოგრაფია;
1932წ.
დაკძალეს
დეკანოზი
სრულად ნახვა
ნინიკაშვილი კონდრატე დავითის ძე დეკანოზი
1896წ. გოგაშენი (ახალქალაქი) მიძნების ეკლესია
107. სოფელ ტიბაანის წმინდა თომა მოციქულის სახელობის ეკლესია (სიღნაღის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი კონდრატე დავითის ძე ნინიკაშვილი.

1887-93 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა. 1894 წლის ოქტომბერში მღვდლად დაასხეს ხელი და ახლად გახსნილი გოგაშენის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესეს. 1898 წლის 16 ოქტომბერს ტიბაანის წმინდა თომა მოციქულის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1899 წლის აღდგომას საგვერდულით, ხოლო 1903 წლის აღდგომას კი - სკუფიით დაჯილდოედა. 1912 წლის 6 მაისს კამილავკა უბოძეს 1916 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოევდა. 1918 წელს დეკანოზის წოდება მიენიჭა და ბოდბისხევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1922 წელს ლაგოდეხის სამრევლოში მსახურობს. 1924 წელს ხელისუფლების ზეწოლის შედეგად ანაფორა გაიხადა და ღვთისმსახურება შეწყვიტა. დეკანოზი კონდრატე 1932 წლის 20 ნოემბერს გარდაიცვალა. იგი 24 ნოემბერს გვ215 კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის სასაფლაოზე დაასაფლავეს.
|
|
გორდეზიანი მათე ნიკოლოზის ძე - მღვდელი.
დაბ. საკაო (ონი) გარდ. 1940წ. ბიოგრაფია;
1940წ.
ღვთივგანისვენა
მღვდელი
დაკრძ. იქვე
სრულად ნახვა
|
|
ჭანტურაია კლიმენტი დიმიტრის ძე - დეკანოზი.
1866-1941წწ ბიოგრაფია;
1941წ.
დაკრძალეს
დეკანოზი
სრულად ნახვა

დეკანოზი კლიმენტი გურია-სამეგრელოს ეპარქიის სამღვდელოების შეკრებაზე. ზის მარცხნიდან მეორე;
|
|
მონასელიძე სვიმონ (სიკო) ესტატეს ძე - დეკანოზი.
1876-1946წწ.
1946წ.
ღვთივგანისვენა
დეკანოზი
დაკრძ. იქვე
სრულად ნახვა

მონასელიძე სვიმონ დეკანოზი 1876-1946წწ დაკრძალულია კუკიის წმიდა ნინოს ეკლესია ფოტო სხვა წყარო 1937წ. ფოტო სვეტიცხოველში. საპატრიარქოს უწყებანი. თბილისი, 2011. 7-13 აპრილი, N14(586), გვ.17-20
სვეტიცხოვლის ტაძარი;1937 წელი 2 ოქტომბერი სხედან მარცხნიდან:სვეტიცხოვლის ტაძრის არქიმანდრიტი ტარასი (კანდელაკი), წილკნელი ეპისკოპოსი ალექსი (გერსამია) და შიო-მღვიმის მონასტრის წინამძღვარი ისე (სუხიშვილი). დგანან:დეკანოზი სიმონ (მონასელიძე),ბერი ალექსი ჩხეტიანი(სქემაში აბრაამი) და დავით ჭიჭინაძე სიონის საპატრიარქო ტაძრის მთავარდიაკონი სიმონ (სიკო) მონასელიძე, სიონის საპატრიარქო ტაძრის დიაკონი ნიკოლოზ ბოლღაშვილი, თბილისის წმინდა ესტატეს სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი ლაზარე ნათიძე, კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, მღვდელ მონაზონი ეფრემი (სიდამონიძე). ფოტო გადაღებულია 1922 წლის 14 ოქტომბერს სვეტიცხოველის ტაძრის ეზოში
სხედან მარცხნიდან არქიმანდრიტი ტარასი (კანდელაკი), ეპისკოპოსი ალექსი, არქიმანდრიტი ისე (სუხიშვილი), დგანან: დეკანოზი სიმონ მონასელიძე, ბერი ალექსი (ჩხეტიანი), დავით ჭიჭინაძე; 1937 წლის 02 ოქტომბერი, მცხეთა სვეტიცხოველი;

სასაფლაოს ქვა კუკიის წმიდა ნინოს ტაძრის ეზოში;
|
|
გაბადაძე ლავრენტი პავლეს ძე - დეკანოზი.
1872-1949წწ მოღვ. ტყიბული. ბიოგრაფია;
1949წ.
დაკრძალულია
დეკანოზი
სრულად ნახვა
|
|
საყვარელიძე იოანე (ივანე) ესტატეს ძე - დეკანოზი.
დაბ. თელავი 1891-1962წწ ბიოგრაფია
1949-1951წ.
დეკანოზი
სრულად ნახვა
საყვარელიძე იოანე (დეკანოზი) თბილისის მამა დავით გარეჯელის სახელობის ეკლესია : ფოტომატიანე საპატრიარქოს უწყებანი. თბილისი, 2013. 3-9 ოქტომბერი, N32 (691), გვ.17-20 
წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის დღესასწაულზე დამსწრე სასულიერო პირები. 1955 წელი სხედან მარცხნიდან: სიონის ტაძრის დეკანოზი ალექსანდრე გაბუნია (შემდგომში პროტოპრესვიტერი 1880-1967), წმ. ალექსანდრე ნეველის ტაძრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ზინობი (მაჟუგა, შემდგომში მიტროპოლიტი 1896-1985), სავარაუდოთ წმ. მიხეილ ტვერელის სახელობის ტაძრის მღვდელი ვასილ პლოხოტნიკოვი (1882-1958), დეკანოზი რომანოზ პეტრიაშვილი (შემდგომში მიტროპოლიტი 1887-1979).დგანან: წმინდა ალექსანდრე ნეველის ტაძრის მამასახლისი, მღვდელი მიხეილ დიდენკო (შემდგომში არქიმანდრიტი მაქსიმე 1929-2000), მამადავითის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი იოანე საყვარელიძე (1891-1962), მღვდელი პახუმი ობოლაძე (შემდგომში პროტოპრესვიტერი 1898-1982). ფოტოს მოწოდებისათვის მადლობას ვუხდით მამა პახუმის შვილს, ქალბატონ ეთერ ობოლაძეს.
1953- 1957 დეკანოზი იოანე ესტატეს ძე საყვარელიძე
|
|
წერეთელი იოსებ ნიკოლოზის ძე - მღვდელი.
დაბ. სოფ. ცხრუკვეთი (ჭიათურა) 1864-1951წწ. დაკრძ. კუკია (თბილისი) წმიდა ნინოს ეკლესის სასაფლაოზე. ბიოგრაფია
1951წ.
ღვთივგანისვენა
მღვდელი
დაკრძ. იქვე
სრულად ნახვა
|
|
წკრიალაშვილი გობრონი (მიხეილ ეფრემის ძე ) - ეპისკოპოსი.
წარმ. სოფ. შავშვები 1899-1954წწ დაკრძ. სვეტიცხოველი. ბიოგრაფია;
1951წ.
მღვდელმონაზონი
სრულად ნახვა
|
|
მახათაძე მიხეილ დიმიტრის ძე - პროტოპრესვიტერი.
დაბ. სოფ. დრე (თეთრიწყარო) 1860-1953წწ დაკრძ. კუკია ბიოგრაფია;
1953წ.
დაკრძალეს
პროტოპრესვიტერი
სრულად ნახვა
|
|
ტყემალაძე გიორგი მარკოზის ძე - დეკანოზი.
1954წ.
ღვთივგანისვენა
დეკანოზი
დაკრძ. იქვე
სრულად ნახვა
|
|
ხმალაძე ევგარე (ანდრია) ქრისტესიას ძე - არქიმანდრიტი.
დაბ. სოფ. სარო 1886-1976წწ. ბიოგრაფია
1954-1955წ.
იღუმენი
სრულად ნახვა
|
|
თურქაძე შიო იროდიონის ძე - დეკანოზი.
დაბ.სოფ წილკანი. მცხეთა 1889-1977წწ ბიოგრაფია;
1956წ.
დეკანოზი
სრულად ნახვა
|
|
ღონღაძე ირაკლი ნესტორის ძე - მღვდელი.
1962წ.
ღვთივგანისვენა
მღვდელი
დაკრძ. იქვე
სრულად ნახვა
|
|
ახობაძე ამბროსი ივანეს ძე - პროტოდიაკონი .
1909-1977წწ დაბ. ქუთაისი ბიოგრაფია
1977წ.
ღვთივგანისვენა
პროტოდიაკონი
დაკრძ. იქვე
სრულად ნახვა
|
|
ჭკადუა იოანე თეოდორეს ძე - დეკანოზი.
დაბ. სოფ. ზემო ქვალონი (ხობი) 1900-1982წწ. დაკრძ. კუკია (წმიდა ნინოს ეკლესია)
1982წ.
ღვთივგანისვენა
დეკანოზი
დაკრძ. იქვე
სრულად ნახვა
|
|
ჩოჩოშვილი გაბრიელი (გურამ, გენადი) ვლადიმერის ძე - არქიმანდრიტი.
6.04.1941 წ. ყაზბეგის რაიონი (ამჟამად სტეფანწმინდა), სოფ. ხურთისი - 7.12.2009 წ.
2009წ.
ღვთივგანისვენა
არქიმანდრიტი
სრულად ნახვა
ჩოჩოშვილი გაბრიელი (გურამ, გენადი) ვლადიმერის ძე არქიმანდრიტი (6.04.1941 წ. ყაზბეგის რაიონი (ამჟამად სტეფანწმინდა), სოფ. ხურთისი - 7.12.2009 წ. ქ. თბილისი) ჩოჩოშვილი, გაბრიელ (კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, არქიმანდრიტი). საპატრიარქოს უწყებანი. თბილისი, 2009. 10-16 დეკემბერი, N38(525), გვ.8 ინტერვიუ კუკიის წმ. ნინოს სახელობის ტაძრის წინამძღვართან მამა გაბრიელ ჩოჩოშვილთან. გუმბათი. თბილისი, 2008. 1987-5819 8-14 სექტემბერი, N36 (50), გვ.4 
საპატრიარქოს უწყებანი N33 29სექტემბერი-5ოქტომბერი 2005წ გვ.24 კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ II მცხეთის სასულიერო სემინარიის პედაგოგებთან და სტუდენტებთან ერთად 1968 წ. 14 სექტემბერი. სხედან (მარცხნიდან): მღვდელმონაზონი სოგრატი ჭულუხაძე (ამჟამად არქიმანდრიტი), დეკანოზი ვიქტორ შალამბერიძე (გარდაიცვალა 1977 წ.), კათალიკოს-პატრიარქი ეფრემ II (სიდამონიძე), ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია (შიოლაშვილი) (ამჟამად კათოლიკოს-პატრიარქი), ილია ჭეიშვილი, ტაისი ტორონჯაძე, მძღოლი ფარნაოზი; დგანან (მარცხნიდან): სტუდენტი ალადაშვილი, წყალობა ჭულუხაძე (გარდაიცვალა დეკანოზის ხარისხში 2004 წ.), რომანოზ ბიბილაშვილი (გარდაიცვალა დეკანოზის ხარისხში), კლიმენტი კაკალიაშვილი (ამჟამად დეკანოზი), მღვდელი არსენ ბერუაშვილი (ამჟამად სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დეკანოზი), დიაკონი გიორგი ლომიაშვილი (გარდაიცვალა დეკანოზის ხარისხში 1981 წ.), გივი მაისურაძე, დიაკონი ზურაბი აბჟანდაძე (გარდაიცვალა დეკანოზის ხარისხში), მონაზონი გაბრიელი ჩოჩოშვილი (ამჟამად არქიმანდრიტი), ელგუჯა ლოსაბერიძე (ამჟამად დეკანოზი), მზარეული მარო ქავთარაძე, იოანე მიტიჩაშვილი (ამჟამად დეკანოზი), ლევან იოსებაშვილი (გარდაიცვალა მღვდლის ხარისხში). სურათი მოგვაწოდა ველისციხის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის წინამძღვარმა დეკანოზმა იოანე მიტიჩაშვილმა. 1977წ მდგომარეობით კუკიის წმ. ნინოს ეკლესია -- მღლვდელ-მონაზონი გაბრიელი (ჩოჩოშვილი).
|
|
ხაჩიძე არჩილ თენგიზის ძე - დეკანოზი.
დაბ. 1984 წ. 24.12. ქ. ხაშური. 2009 წლის 29 მარტს დიაკვნად ხელდასხმა. 2009 წლის 27 დეკემბერს მღვდლად ხელდასხმა. 2011 წლის 05 ივნისს დაჯილდოვდა: ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით.
2010წ.
მდგომარეობით
დეკანოზი
სრულად ნახვა
ხაჩიძე არჩილ თენგიზის ძე დეკანოზი 
საპატრიარქოს უწყებანი N12 3-9აპრილი 2009წ გვ.7 ხელდასხმა
29 მარტს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, რუსთავის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათადრო ტაძარში, ცურტავის ეპისკოპოსისმა იოანემ (გამრეკელმა) დიაკვნად დაასხა ხელი თბილისის სასულიერო აკადემიის III კურსის სტუდენტს — არჩილ ხაჩიძეს. დიაკონი არჩილი თბილისის ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში იმსახურებს. საპატრიარქოს უწყებანი N1 14-20 იანვარი 2010წ გვ. 12
ხელდასხმა 27 დეკემბერს ბოლნისის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ბოლნელმა ეპისკოპოსმა ეფრემმა (გამრეკელიძე) მღვდლად დაასხა ხელი თბილისის სასულიერო აკადემიის IV კურსის სტუდენტს და თბილისის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის დიაკვანს გიორგი გელუტაშვილს. მღვდელი გიორგი თბილისში, კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში იმსახურებს. საპატრიარქოს უწყებანი N23 16-22 ივნისი 2011წ გვ.7 დაჯილდოვება 5 ივნისს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის დააჯილდოვა სამღვდელოება: წმინდა გიორგის ოქროს ორდენით –- ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური, არქიმანდრიტი იოაკიმე (ასათიანი); გამშვენებული ჯვრით -- ვაზისუბნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჭილაშვილი; გამშვენებული ჯვრითა და დეკანოზის წოდებით მარტყოფის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი გაბრიელ ცხვარიაშვილი; ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, მღვდელი არჩილ ხაჩიძე .
ხაჩიძე არჩილ თენგიზის ძე დეკანოზი: [დაბ. 1984 წ. 24.12. ქ. ხაშური] კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის ღვთისმსახური 2022წ სხვა წყარო თბილისი ანჩისხატის ეკლესია წინამძღვარი 2023წ. მდგომარეობით
|
|
ლეკიშვილი კონსტანტინე ვაჟას ძე - დეკანოზი.
დაბ. 1968 წ. 27.02. 2003 წლის 16 ნოემბერს დიაკვნად ხელდასხმა. 2004 წლის 10 ოქტომბერს მღვდლად ხელდასხმა. 2010 წლის 12 მარტს დაჯილდოვდა ოქროს ჯვრით და დეკანოზის წოდებით. 2011 წლის 27 ნოემბერს დაჯილდოვდა: გამშვენებული ჯვრით.
2022წ.
მდგომარეობით
დეკანოზი
სრულად ნახვა
|
| ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი |