სოფელი საკაო დასავლეთ საქართველოში, საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში, რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. სოფელი სამ უბნად იყოფა: ზემო უბანი, ქვემო უბანი და ბასუკაანთ უბანი. გორდეზიანების გვარი ქვემო უბანში მოსახლეობს. სოფელში მოქმედებდა წმ. გიორგის სახელობის ქვის ეკლესია, რომლის აშენების თარიღი სიძველის გამო არ იყო ცნობილი, როგორც ამას გვატყობინებს 1833 წლის და 1840 წლის ტაძრის აღწერილობა. იყო საბატონო სოფელი და მრევლი 71 კომლს ითვლიდა. 1858 წელს ამ ქვის ეკლესიის ადგილზე აშენდა ახალი ხის ეკლესია. საკაოზე მიწერილი იყო შეუბნის წმ. გიორგის ეკლესია. ამ ტაძარში საუკუნის მანძილზე მოღვაწეობდნენ გორდეზიანების შტოდან გამოსული სასულიერო პირები. ესენი იყვნენ:
მღვდელი გიორგი მარკოზის ძე გორდეზიანი, რომელიც 1787 წელს საბატონო ყმის ოჯახში დაიბადა. ეკუთვნოდა საერო წოდებას. ჰყავდა შვილები: სვიმონი, იოანე, მარკოზი, თეოდორე. წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი სხვავის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარ, არქიმანდრიტ პანტელეიმონთან ისწავლა. 1814 წელს ნიკორწმინდელმა მთავარეპისკოპოსმა სოფრონმა (წულუკიძე) მლვდლად დაასხა ხელი და საკაოს წმ. გიორგის ტაძარში განამწესა. რაღაც პერიოდი მსახურობდა ძეგლევის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაშიც. მღვდელი გიორგი 1863 წლის 10 ოქტომბერს გარდაიცვალა.
მისი შვილიშვილი გახლდათ მღვდელი ნიკოლოზ სვიმონის ძე გორდეზიანი, რომელიც 1841 წელს დაიბადა. მან დაამთავრა ქუთაისის სასულიეროსსასწავლებლის სამი კლასი. სასულიერო განათლება მანაც სხვავის მონასტერში მიიღო. 1863 წლის 6 დეკემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) დიაკვნად აკურთხა და ონის წმ. გიორგის ტაძარში დაადგინა. 1867 წლის 19 ოქტომბერს მეუფე გაბრიელმა მღვდლად დაასხა ხელი და ლაჩთის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა. 1871 წლის 14 ნოემბერს ძეგლევის წმ. გიორგის ეკლესიაში გადაიყვანეს. 1879 წლის 31 აგვისტოს საკაოს წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძლვრად დაინიშნა. 1887 წლის 21 ოქტომბერს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1899 წლის 6 მაისს სკუფია უბოძეს. 1907 წლის 15 მაისს კამილავკა ეწყალობა. 1912 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1913 წლის დეკემბერში პენსიაზე გავიდა. 1922 წლისივნისში კომუნისტების მიერ ეკლესიებში არსებული ქონების საყოველთაო აღწერის დროს იგი ისევ საკაოს ტაძარში მსახურობდა და ხელს აწერს საეკლესიო ნივთების ჩაბარების აქტს. მეუღლე ნატალია ბეჟანის ასული (1847) და შვილები: მღვდელი ' ნესტორი და დეკანოზი მათე.
მისი უფროსი ვაჟი –- მღვდელი ნესტორი 1865 წელს დაიბადა. 1885 წლის 12 ივნისს დაამთავრა გორის საქალაქო სასწავლებელი. 1885 წლის 17 დეკემბერს ჩააბარა გამოცდები სპეციალურ კომისიას და მიიღო უფლება სახალხო სკოლებში პედაგოგად მუშაობაზე. 1886 წლის 20 თებერვალს რაჭის მაზრის, სოფ. ბარის ერთკლასიანი სკოლის მასწავლებლად დაინიშნა. 1888 წლის 29 აგვისტოს ბაჯის სკოლაში გადაიყვანეს. 1906 წლის 9 მარტს უწერის სკოლაში დაადგინეს. 1912 წლის 7 იანვარს საკაოს ერთკლასიან სკოლაში განამწესეს. 1913 წლის 22 დეკემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ალადაშვილი) დიაკვნად აკურთხა. 1914 წლის 1 იანვარს მღვდლად დაასხა ხელი და საკაოს წმ. გიორგის ეკლესიაში განამწესა. ჰქონდა ჯილდო გულზე სატარებელი ვერცხლის მედალი. 1922 წლის ივნისში საკაოს ტაძრის ქონების აღწერის საბუთზე მის მაგივრად ხელს აწერს მამამისი. ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა ბედი ეწია მას. მეუღლე თებრონია მიხეილის ასული (1871) და შვილები: ფედოსია (29.05.1890), მარიამი (14.03.1901), იულია (24.05.1905), ნიკოლოზი (12.11.1909). გვარში ყველაზე ცნობილი პიროვნება,
დეკანოზი მათე გორდეზიანი გახლდათ. მან პირველდაწყებითი განათლება ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მიიღო. 1884-1890 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, რომელიც პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა. 1891 წლის 20 იანვარს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) დიაკვნად აკურთხა, ხოლო ამავე წლის 27 იანვარს მღვდლად დაასხა ხელი და კვაცხუთის წმ. გიორგის ტაძარში დანიშნა. 1891 წლის 4 თებერვალს სადმელის ოლქის მთავარხუცესის მოვალეობის შემსრულებლად აირჩიეს. 1892 წლის 7 მაისს დამტკიცდა ამ პოსტზე. 1895 წლის 11 თებერვლიდან იმერეთის ეპარქიალური სასწავლებლის რაჭის მაზრის
40-1 საპატრიარქოს უწყებანი N40 3-9 დეკემბერი 2015წ გვ.19
რაჭაში მოღვაწე გორდეზიანების სასულიერო შტო (გაგრძელება)
განყოფილების სასწავლო კომიტეტის წევრია. 1895 წლის 24 იანვარს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1897 წლის 3ივნისს სკუფია უბოძეს. 1900 წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა. 1904 წლის 15 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1905 წლის 6 მაისს წმ. ანასIII ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1905 წლის 21 სექტემბერს ონის წმ. გიორგის ეკლესიაში გადაიყვანეს და ონის ოლქის მთავარხუცესად დაადგინეს.
1910 წლის 15 მაისს დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1911 წლის 11 აპრილს რაჭის მიხაილოვის სახელობის სასწავლებელში საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა. 1912 წლის 6 იანვარს ჭელიშის მონასტრის მთავარხუცესად აირჩიეს.
ფოტო გადალეგულია დავით გოცირიძის სახლის წინ. მარცხნიდან დგანან: ანდრო თოლორდლავა, მესამე:
დავით გოცირიძე, დეკანოჯი მათე გორლეზიანი, სანდრო ჩიკვაიძე, ამბროსი გამყრელიძე, ვიქტორ ელიავა,
ანტონ ჯანუაშვილი. მარცხნიდლან სხედან: კონია წულუკიძე, აფრასიონ მეტრეველი, დავით კერესელიძე. ცენტრში ზის:
აკაკი წერეთელი (ფოტო ალებულია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდიდან)
1912 წლის ივლისი-აგვისტოში რაჭა-ლეჩხუმში იმოგზაურა ყველასთვის საყვარელმა და დიდებულმა მგოსანმა აკაკი წერეთელმა, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა დიდი სიყვარულითმშმეეგება. 1912 წლის 27 ივლისს ონის ეკლესიაში პოეტს ჯვრით დახვდა დეკანოზი მათე გორდეზიანი და სიტყვა უთხრა. ნაშუადღევს ოთხ საათზე კი მიიწვიეს მასპინძლის დავით გოცირიძის სახლში, სადაც გაშლილი იყო სუფრა სტუმრებისათვის. თამადა გახლდათ თავადი კოწია წულუკიძე. სუფრა სიმღერებით გაამხიარულეს მალაქია ჯაფარიძის შვილებმა ოთხმა ძმამ, რომლებიც ისე წააგავდნენ ერთმანეთს, რომ მათი გარჩევა შეუძლებელი იყო. იმავე საღამოს გაიმართა სალიტერატურო საღამო. მეორე დღეს, 28 ივლისს, სადილობამდე მგოსანმა ისურვა ფოტოგრაფიული სურათის გადაღება (ფოტო იხ. ბოლო გვერდზე) ონის კომიტეტთან ერთად. ნაშუადღევს ოთხ საათზე ბაღში არსებულ ფანჩატურში კვლავ სუფრა გაიშალა სამას კაცზე, ხოლო დანარჩენებისთვის ცალკე იქვე მწვანეზე. გამოსამშვიდობებელ სიტყვაში აკაკი წერეთელმა მიმართა ონის საზოგადოებას და თავისი ნათქვამი ასე დაასრულა: „... დიახ, ბატონებო, ასრულდა იოანე ნათლისმცემლის სიტყვები, მოევლინა ქვეყანას მაცხოვარი; სწორედ ასევე მოევლინება საქართველოს მისი საკადრისი გმირი, რომელსაც მე ღირსი არა ვარ ხამლი გავხადო ფეხთა მისთა და თუ მე მცირე მახარობელს, უბრალო მომაკვდავს, ასე აღტაცებით მეგებებით, მაშ რაღა იქნება, როდესაც ნამდვილი გმირი მოგევლინებათ; თქვენ მაშინ მეტი გახარებული იქნებით და უფრო მომზადებულნი შეხვდებით გმირთა-გმირს, მე მხოლოდ დამრჩენია ერთი: ჩავიკრა გულში თქვენი სიყვარული და პატივისცემა და უკანასკნელად სვიმონ მოხუცივით წარმოვსთქვა: „აწ განმიტევე მე, მონა შენი“. სიტყვის დასრულებისთანავე საზოგადოებაში გაისმა ტაშისცემა, „ვაშას“ ძახილი და თოფ-დამბაჩების გრიალი. დეკანოზმა მათე გორდეზიანმა საპასუხო სიტყვით მიმართა აკაკის: „ძვირფასო მგოსანო! თქვენი მოსვლის ამბავი ელვასავით მოედო მთელ რაჭის მცხოვრებლებს; იგი ცეცხლის ნაპერწკალივით ჩავარდა ჩვენს გულში და აღანთო გამოუთქმელი სიხარულის გრძნობები და თქვენის მოსვლით და პირისპირ ხილვით კი ეს გრძნობები გაგვიორკეცდა; ხოლო გამოტეხილად და გულახდილათ უნდა გითხრათ, დიდებულო მგოსანო, რომ ბოლოს ნათქვამმა სიტყვებმა: „აწ განმიტევეთ მონა თქვენიო“ ცოტა ნაღველი გადაასხა ჩვენს მხიარულებას. სვიმეონ მოხუცს ღვთისაგან ჰქონდა ნაბრძანები არ მომკვდარიყო, სანამ თავის თვალით არ იხილავდა მესიას, მხსნელს სოფლისას და ასეც მოხდა, თქვენ კი გვპირდებით მის მოსვლას თქვენს შემდეგ. არა, დიდო მგოსანო, შენ თვით ზეციდან ხარ მოვლენილი ჩვენი სამშობლოსათვის, რომელსაც მთელი თქვენის არსებით ეკუთვნით და არა მარტო თქვენს თავს, ამიტომ არც უფლება გაქვთ სთქვათ: „ან განმიტევეთო“ არა, ამის ნებას ვერ მოგცემთ, უნდა იცოცხლო მანამდის, სანამ თვით თქვენ არ მიირქმევთ თქვენს მკლავზედ იმ მესიას, რომელმაც უნდა ახსნას მიჯაჭვული ამირანი და მიანიჭოს მას თავისუფლება!“ 1913 წლის 1 სექტემბერს ონის სახალხო უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში საღვთო სჯულის მასწავლებლად დაადგინეს. 1914 წლის 15 მაისს წმ. ანას II ხარისხის ორდენი ეწყალობა. 1917 წლის 8-17 სექტემბერსა და 1921 წლის 1-5 აგვისტოს მონაწილეობდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის | დაIII საეკლესიო კრებაზე. 1917 წელს ჩატარებული პირველი საეკლესიო კრების შემდეგ, ახლადშექმნილი ნიკორწმინდის ეპარქიის, ონის ოლქის
40-2 საპატრიარქოს უწყებანი N40 3-9 დეკემბერი 2015წ გვ.20
რაჭაში მოღვაწე გორდეზიანების სასულიერო შტო (დასასრული)
მთავარხუცესად აირჩიეს, და ამ პოსტზე ჩანს 1922 წელსაც. 1922 წლის ივნისში კომუნისტების მიერ ეკლესიებში არსებული ქონების საყოველთაო აღწერის დროს დეკანოზი მათე ასევე იხსენიება სოფლების: ქორთის მთავარანგელოზთა და გომის წმ. გიორგის ტაძრების წინამძღვრადაც. XX ს-ის 20-იან წლებში ტაძრების მასობრივად დახურვის შემდეგ დეკანოზმა მათემ შეწყვიტა მსახურება. გარდაიცვალა 1940 წლის 26 იანვარს თბილისში, მიხაილოვის საავადმყოფოში, ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ. დაკრძალულია თბილისში, კუკიის წმ. ნინოს ეკლესიის სასაფლაოზე. მისი მეუღლე გახლდათ ლუდმილა სპირიდონის ასული (1873).