სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12260

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
აკადემიკოსი
რისმაგ გორდეზიანი 1940წ. აკადემიკოსი, ფილოლოგია. წარმ. სოფ. ბუგეული, ამბროლაური, რაჭა. დაბ. თბილისი.
ბმულის კოპირება

აკადემიკოსი

გვარი გორდეზიანი სია

ამბროლაური გამოჩენილი ადამიანები სრული სია

60       ბეჭდვა

რისმაგ გორდეზიანი 1940წ. აკადემიკოსი, ფილოლოგია. წარმ. სოფ. ბუგეული, ამბროლაური, რაჭა. დაბ. თბილისი.

რისმაგ ბენიამინის ძე გორდეზიანი (დ. 9 ივნისი1940თბილისისაქართველოს სსრ) — ქართველი მეცნიერი, პედაგოგი და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული პროფესორი და თსუ-ის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დირექტორი.


რისმაგ გორდეზიანი დაიბადა 1940 წლის 9 ივნისსსაქართველოს სსრ-ის დედაქალაქ თბილისში. 1963 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1967–1976 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის კათედრის დოცენტი. 1976–2006 წლებში კლასიკური ფილოლოგიის კათედრის პროფესორი. 1982–2006 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხმელთაშუა ზღვის კულტურების კვლევის ლაბორატორიის ხელმძღვანელი. 1989–2006 წლებში კლასიკური ფილოლოგიის კათედრის გამგე და 1993–2006 წლებში ეკავა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი. 1997 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დირექტორია, ხოლო 2006 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორია. 250-მდე სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიებისა და 28 წიგნის ავტორი.


  • ღირსების ორდენი (2003)
  • საბერძნეთის ღირსების ორდენი.
  • „საქართველოს და საკავშირო კომკავშირის პრემია“ მეცნიერების და ტექნიკის დარგში.
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი სამეცნიერო პრემია.
  • კლასიკური ფილოლოგიის შესავალი, თბილისი: ლოგოსი, 2007. — გვ. 331, ISBN 978-9941-401-11-4.
  • მითების სიბრძნე : დამხმ. სახელმძღვ. მოსწ., თბილისი: ლოგოსი, 2005. — გვ. 361, ISBN 99928-65-11-3.
  • ბერძნული ლიტერატურა, თბილისი: ლოგოსი, 2002. — გვ. 568, ISBN 99928-65-88-1.
  • ძველი და ახალი ბერძნული ენა : შედარებითი გრამატიკა, თბილისი: ლოგოსი, 2001. — გვ. 260, ISBN 99928-65-76-8.
  • წინაბერძნული და ქართველური, თბილისი: თსუ, 1985. — გვ. 224.
  • http://science.org.ge/?team=%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%92-%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%94%E1%83%96%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98






კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 29.04.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 16.05.2023
სულ რედაქტირებულია 1


გორდეზიანი

1 0

რაჭაში მოღვაწე გორდეზიანი ების სასულიერო შტო სოფ. საკაო (ონი)

2 0

გორდეზიანი პავლე ივანეს ძე გარდ. 1922წ. მართლმ. მღვდელი მოღვ. სოფ. ლაჩთა, ონი,

2 0

მათე ნიკოლოზის ძე გორდეზიანი 1867-1940წწ მართლ. მღვდელი მოღვ. სოფ. ღარი, კვაცხუთი, ღადიში, ონი

2 0

ამირან გორდეზიანი იაშას ძე 1964-93წწ გარდ. ბრძოლაში დაბ. სოფ. ჭრებალო ამბროლაური

3 0

ბენიამინ გორდეზიანი 1894-1975წწ, მხატვარი, ხელოვნებათმცოდნე, დაბ. სოფ. საკაო, ონი, რაჭა.

1 0