ბმულის კოპირება
ბეჭდვა
ლომაია ილია დეკანოზი
2007 წლის 2 ივნისს, ხობის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტრის მწირველი, მღვდელს მიენიჭა დეკანოზის წოდება. 2013 წლის 06 მაისს, დაჯილდოვდა მიტრის ტარების უფლებით.
წმ. გიორგის სახ. სამრევლო ეკლესია სოფ. ქვემო ქვალონი,
2023წ.
მდგომარეობით
დეკანოზი
ფოთისა და ხობის ეპარქია

ლომაია ილია დეკანოზი, ხობის მუნიციპალიტეტი. წმ გიორგის სახ. სამრევლო ეკლესია სოფ. ქვემო ქვალონი, ფოთისა და ხობის ეპარქია, დაჯილდოვდა მიტრით საპატრიარქოს უწყებანი. თბილისი, 2013. 13-19 ივნისი, N23(682), გვ.7. ფოტო

ლომაია ილია დეკანოზი, ხობის მუნიციპალიტეტი. წმ გიორგის სახ. სამრევლო ეკლესია სოფ. ქვემო ქვალონი, ფოთისა და ხობის ეპარქია, 2023წ. მდგომ
საპატრიარქოს უწყებანი N19 7-13 ივნისი 2007წ გვ. 8
დაჯილდოება
2 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ხობის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტერში სამღვდელოება დააჯილდოვა: ფოთის წმინდა ილია მართლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გრიგოლ დონდუა – გამშვენებული ჯვრით; ჭალადიდის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი გიორგი გენძეხაძე ოქროს ჯვრით; ხობის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტრის მწირველი, მღვდელ ილია ლომაიას მიანიჭა დეკანოზის წოდება; ფოთის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელ თევდორე ბასიალიას მიანიჭა დეკანოზის წოდება და ოქროს ჯვრით დააჯილდოვა; ხეთას მთავარანგელოზთა სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი კირიონ დარასელია დაჯილდოვდა ოქროს ჯვრით.
დაჯილდოება
11 მაისს ხობის (ნოჯიხევის) ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტერში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარექმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მიტრით დააჯილდოვა ამავე მონასტრის მწირველი მოძღვარი, დეკანოზი ილია ლომაია, ხოლო გამშვენებული ჯვარი უბოძა მონასტრის წინამძღვარს, იღუმენია ანას (მუსელიანი).