მთავარი ● იუბილარი/ ხსენება
ბეჭდვა
მაქსიმე I, 1628-1657 წ. მაჭუტაძე ესე მაქსიმე. დადიანმა აღიყვანა საკათალიკოზოსა ტახტსა ზედა, ვითარცა ერთგული თვისი 1628 წ., ხოლო გრიგოლ დაამხო. გარნა დროთა შლილობისაგან და ჟამთა-დაუდგრომლობისა გამო ესე წარვიდა იერუსალიმს 1640 წ. და დაადგრა მუნ; ხოლო კათალიკოზ იქმნა კვალად გრიგოლ. 1640 წ, 8 თებერვალს ინახულა რუსის დესპანნი მოქვის ტაძარში (ელჩნი) და აჩვენა სიწმიდენი: თვთრი ქვის თითისტარი ღვთის მშობლისა და წმ. სტეფანეს ნაწილნი **) მაქსიმე მიიცვალა იერუსალიმის ჯვარის მონასტერში, სადაც ჰხატია კიდეც და მუნვე დაეფლა. გვ. 208
საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.
Copyright © 2018 | Created By Integral Web Studio.