2016წ. მდგომარეობით არქიმანდრიტი დასავლეთ ევროპის ეპარქია
ფალავანდიშვილი ლუკა მღვდელ მონაზონი 2015წ. ლისის წმიდა გიორგის სახელობის მონასტრის წინამძღვარი
ფალავანდიშვილი ლუკა არქიმანდრიტი დასავლეთ ევროპის ეპარქიის მღვდელთმსახური 2016წ.
უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, 2006 წელს, შიოლაშვილების ისტორიულ სახლში მონასტერი დაფუძნდა, ხოლო პატრიარქის ძმისწულის, გიორგი შიოლაშვილის მიერ გათხრილ საძირკველზე წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი აშენდა. ტაძრის კურთხევისას მისმა უწმინდესობამ მონასტერს აჩუქა ღვთისმშობლის ხატი და ვერცხლის ორი ჭიქა ლანგრითურთ მშობლების სახელზე. მონასტერს წინამძღვრობდა არქიმანდრიტი ბართლომე (ფირცხალაშვილი), ამჟამად მონასტრის წინამძღვარია არქიმანდრიტი ანტონი(ფიჩხაია), აქ ერთხანს კეთილმოწესე გახლდათ იღუმენი ლუკა (ფალავანდიშვილი). ღვთის შეწევნით და მღვდელმონაზონ მამა სამუელის (ზედგინიძე) ძალისხმევით, მონასტერი კეთილმოეწყო და სამონასტრო ცხოვრება გრძელდება.
საპატრიარქოს უწყებანი N41 1-7დეკემბერი 2005წ გვ. 8
კურთხევა
27 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო სემინარიის მეორე კურსის სტუდენტი ბერი ლუკა (ფალავანდიშვილი). ბერდიაკონი ლუკა მცხეთის წმიდა გიორგი სახელობის მონასტერში მსახურობს.
საპატრიარქოს უწყებანი N11 23-29მარტი 2006წ გვ.9
19 მარტს, ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II მღვდლად დაასხა ხელი თბილისის სასულიერო სემინარიის II კურსის სტუდენტს, ბერდიაკონ ლუკას (ფალავანდიშვილი). მღვდელმონაზონი ლუკა მცხეთის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში იმსახურებს.