სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12189

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ბმულის კოპირება

ბეჭდვა

ფაღავა დარია ხიტუს ასული იღუმენია

1805-1853წწ ოდიშის თავადის ერთადერთი ასული;

ფაღავა დარია ხიტუს ასული იღუმენია

"ბალაგოჩინად" - დარია ფაღავა, რომელიც მონასტერში 1831 წელს მოსულა. შვიდ დარჩენილ დედას 1835 წლისთვის თხუთმეტნი დამატებიან და ამგვარად სულ ოცდაორი გამხდარან (მათ მოკლე ბიოგრაფიულ ცნობებს შემდეგ ნომრებში შემოგთავაზებთ).

ფაღავა დარია ხიტუს ასული, 1805-1853წწ იღუმენია, სამთავროს დედათა მონასტერი 

დარია ფაღავა სამთავროს დედათა მონასტერში 1831 წელს მივიდა, სამონაზვნედ შეიმოსა 1832 წელს, მონაზვნად აღიკვეცა 1846 წელს. იღუმენია დარია მონასტერს წინამძღვრობდა 1846-1853 წლებში. სამეგრელოს თავადის ხიტუ ფაღავას ასული დარია ფაღავა მონასტრის წინამძღვრად ეგზარქოსმა ისიდორე ნიკოლსკიმ (1844-1868) 1846 წლის 19 ნოემბერს დანიშნა. წინამძღვარი დარია ფაღავა და მცხეთის "სობორის" დეკანოზი იოსებ ბარისოვი მონასტრის აღდგენის საქმეს შეუდგნენ. ამ პერიოდის სამშენებლო საქმიანობა დეტალურადაა აღწერილი რამდენიმე სქელტანიან საქმეში. იღუმენია დარია ფაღავამ მოკლე დროში შეძლო ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთება სამთავროსათვის და რაც მთავარია მისი ძალისხმევით მოხდა სამთავროს დედათა მონასტრის დამტკიცება ოფიციალურ მონასტრად. დედა დარია ატარებდა სამთავროს პირველი იღუმენიას წოდებას, მან ექვსი წელიწადი უწინამძღვრა სამთავროს დედათა სავანეს. (ზეპირი გადმოცემის ძირითადი აზრი ამოკვეთილია დარია ფაღავას საფლავის ქვაზე მთავარი  ტაძრის საკურთხევლის წინ, ჩრდილო ნაწილში: ოდიშის თავადის ასული, რომელსაც მცხეთიდან სამეგრელოში ჩასულ ვაჭრისაგან სმენია საქართველოს საპატრიარქოსა და მასთან ქართლის საეპისკოპოსოს გაუქმება; ეპისკოპოსისაგან სამთავროს დატევება და იქ მოღვაწე ბერების ლტოლვა, მონასტრისა და ტაძრის უპარტრონოდ დარჩენა. მაშინ თავადის ერთადერთ ასულს, ღვთის განგებით  უყოყმანოდ დაუტოვებია მშობლები, შვიდი ძმა, მშობლიური კერა და მამაკაცის შესამოსლით გამოწყობილი, როგორც მოჯამაგირე, მალვით გამოყოლია ვაჭარს მცხეთაში). 


წყარო: sveticxoveliiiii; სამთავროს წმინდა ნინოს დედათა მონასტერი: samtavro.ge


ნინო ამილახვრის (უფროსი) შემდეგ სამთავროს დედათა მონასტრის იღუმენიად მოიხსენიება ოდიშის თავადის ასული დარია ფაღავა (1805-1853წ.წ.) 

გადმოცემის მიხედვით, დარიას სმენია საქართველოს საპატრიარქოს და ქართლის საეპისკოპოსოს გაუქმება და ტაძრის უპატრონოდ დარჩენა. უყოყმანოდ დაუტოვებია მშობლები, შვიდი ძმა და ვაჟურად გადაცმული, როგორც მოსამსახურე, მალვით გაჰყოლია ვაჭარს მცხეთაში. სამთავროს მონასტრის ეზოში, სათონესთან დასახლებულა, შემოუკრებია რამდენიმე ახალგაზრდა ქალი და დაუწყიათ მოღვაწეობა. 

1832 წლის 2 ოქტომბერს დარია ანაფორით შემოსა არქიმანდრიტმა საბამ. 1846 წლის 1 დეკემბერს აღკვეცილ იქნა მონოზვნად დავით გარეჯის მონასტრის არქიმანდრიტ იოვანეს მიერ; 1846 წლის 19 ნოემბერს დაადგინეს მონასტრის წინამძღვრად და აღიყვანეს იღუმენიის ხარისხში. საიღუმენიო კვერთხი მას მთავარეპისკოპოსმა ისიდორემ გადასცა. 

1847 წელს მონასტერი ოფიციალურად დამტკიცდა. თავისი წინამძღვრობის ექვსი წლის მანძილზე იღუმენია დარიამ შეძლო არა მარტო მონასტრის დამტკიცება, არამედ ამ სავანეში სულიერი ცხოვრების გზის წარმართვა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იღუმენია დარიას ტიპიკონი, რომელიც ქართული სამონასტრო ცხოვრების უკანასკნელი საუკუნეების ჩვენამდე მოღწეული ერთადერთი წეს-განგებაა და რომლითაც დღესაც ხელმძღვანელობს  სამთავროს დედათა მონასტერი. გარდაიცვალა 1853 წელს. დაკრძალულია მთავარი ტაძრის საკურთხევლის წინ. 

(სამთავროს დედათა მონასტრის მღვდელმსახური, დეკანოზი მირიანი (ალიბეგაშვილი) იგონებს: `1992 წლის ზაფხულის ერთ დღეს, წელში ნახევრად მოხრილი ღირსი მამა გაბრიელი იღუმენია დარიას საფლავის ეპიტაფიას დასცქეროდა და უცებ ხელებაპყრობილმა შემომღაღადა: `დიდია დიდთა შორის და უდიდესია უდიდესთა შორის)



საფლავი 2. ქვეშე სახსოვარსა ამის ლოდისა განისვენებს მტვერი წმიდისაამის მონასტრისა წინამძღვარისა დარიასი ოდიშის თავადის ხიტუ ფაღავას ასულის, რომელიც ტრფიალებით ქალწულებისათა იდუმალ ლტოლვილ იქნა სამშობლოთ თვისით შემოსილი სამოსლითა მამაკაცისათა და აქა მოწევნილმან შეიმოსა სახე მონოზონებისა, რომლისა დედებასა განახლდა წმიდა ესე მონასტერი და ეკლესია და შემდგომად მრავალთა შრომათა და ღვაწლთა განვიდა ხორცთა ამათგან სასურველსა თვისადმი იანვარსა 5-სა 1853-სა წელსა შობითგან თვისი 45 წლისა. ხოლო მარადის მგლოვარემან მისთვის სულიერმან დამან მისმან, მონასტრისა ხაზინისა მცველმან ოქროპირის ძის ასულმან ენკრატისმან ქრისტინამ უქმნა გვადრუცი ესე ღირსად სახსოვარსა მას თვისსა, რათა მხილველნი ლმობით წარმოთქმიდეთ: წმიდათა თანა განუსვენე, ქრისტე სულსა მხევლისა მის შენისა დარიასსა ამინ.  გვ. 194/201

ფაღავა - გვარის 5 ღვთისმსახური

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

ფაღავა ევთიმე - ხობელი მთავარეპისკოპოსი. სრულად ნახვა
ფაღავა დარია ხიტუს ასული - იღუმენია. 1805-1853წწ ოდიშის თავადის ერთადერთი ასული; სრულად ნახვა
ფაღავა ტიხონი - ბერი. ივერთა მონასტრის უკანასკნელი ქართველი ბერი სრულად ნახვა
ფაღავა ავქსენტი არქიმანდრიტი

ფაღავა გიორგი სასულიერო პირი 

ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 0

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.