2014წ. მდგომარეობით იღუმენი მცხეთა-თბილისის ეპარქია
საპატრიარქოს უწყებანი N35 19-25ნოემბერი 2009წ გვ.6
1 ნოემბერს ნინოწმიდის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში საგარეჯოსა და ნინოწმიდის ეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) მღვდლად დაასხა ხელი ყოვლადწმიდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრის ბერ-დიაკონ ილიას (ფაჩულია). მღვდელ-მონაზონი ილია თბილისში, სანზონის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში იმსახურებს.
საპატრიარქოს უწყებანი N3 20-26 იანვარი 2011წ გვ.7
ხელდასხმა
12 ივლისს, პეტრე-პავლობის დღესასწაულზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მღვდელ-მონაზონი ილია ფაჩულია იღუმენის წოდებითა და ოქროს ჯვრით დააჯილდოვა.
ფოტოები მოგვაწოდა ვახტანგ ნაჭყებიამ
