ფოჩხუა მარიამი (ხათუნა) ბორისის ასული იღუმენია
7 აპრილს ჯიხეთის ყოვლადწმიდა სამების სახელობის დედათა მონასტერში შემოქმედელმა მთავარეპისკოპოსმა იოსებმა (კიკვაძე) მონაზვნად აღკვეცა ოზურგეთის რეზიდენციასთან არსებული წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის სამონაზვნე თეოდორა(ფოჩხუა) და სახელად მარიამ უწოდა. იმავე დღეს სამონაზვნეებად იკურთხნენ: მორჩილი შორენა ფორჩხიძე (სახელად ემილია), მორჩილი სიდონია მიქაუტიძე (სახელად პარასკევა), მორჩილი ევგენია ურუშაძე (სახელად რიფსიმე) და მორჩილი შორენა დავითაშვილი (სახელად იოანა).
საპატრიარქოს უწყებანი N40 2-8 დეკემბერი 2010წ გვ. 8
დაჯილდოვება
25 ნოემბერს უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მოილოცა შემოქმედის მაცხოვრის სახელობის საკათედრო ტაძარი, იქ არსებული მამათა მონასტერი და დააჯილდოვა ეპარქიის სამღვდელოება: არქიმანდრიტის წოდებით შემოქმედის მაცხოვრის სახელობის მამათა მონასტრის კეთილმოწესე, იღუმენი ელიზბარი (ბაბუხადია); იღუმენის წოდებით — აცანის წმინდა ნინოს სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი გაბრიელი (კახელაშვილი); გამშვენებული ჯვრით: დეკანოზი კვირიკე ხეცურიანი, დეკანოზი საბა ჟღენტი, დეკანოზი გიორგი ჟღენტი, დეკანოზი შალვა ჯინჭარაძე, დეკანოზი შალვა გორგაძე, აჭის წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია ალექსანდრა (ჩაჩიბაია), ერკეთის მთავარანგელოზთა სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა), ჯიხეთის ყოვლადწმინდა სამების სახელობის დედათა მონასტრის კეთილმოწესე, იღუმენია ირინე (სულაკაძე); ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით — მღვდელი მირიან ფირცხალაიშვილი და მღვდელი იოანე ორმოცაძე.