სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11732

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ძამუკაშვილი ალექსი დეკანოზი
ბმულის კოპირება

ბეჭდვა

ძამუკაშვილი ალექსი დეკანოზი

1955-2016წწ

1985-2016წ. ღვთივგანისვენა დეკანოზი აწყური (ახმეტა) წმიდა (თეთრი) გიორგის ეკლესია დაკრძ. იქვე

ძამუკაშვილი ალექსი დეკანოზი

დეკანოზი ალექსი ძამუკაშვილი 1955 წლის 23 დეკემბერს თელავის რაიონის სოფელ რუისპირში დაიბადა.

1973 წელს დაამთავრა რუისპირის საშუალო სკოლა.

1979-82 წლებში მცხეთის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა.

გვ81

1980 წლის 28 აგვისტოს დიაკვნად აკურთხეს.

1980 წლის 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის საპატრიარქოტაძარში უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მღვდლად დაასხა ხელი. 

1980-81 წლებში გურჯაანის რაიონის სოფელ ახალსოფლის ტაძარში, ხოლო

1981-82 წლებში ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის მონასტერში მსახურობდა. 1982-85 წლებში თელავის ღვთაების სახელობის საკათედრო ეკლესიის მღვდელმსახურია.

1985 წლიდან აწყურის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარია.

1989 წელს დეკანოზის წოდება მიენიჭა და მიტრის ტარების უფლებით დაჯილდოვდა. 

ძამუკაშვილი ალექსი დეკანოზი 2003წ. აწყური (ახმეტა) წმიდა გიორგის ეკლესია

13.09.2016 გარდაიცვალა ალავერდის ეპარქიის თეთრი გიორგის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ალექსი ძამუკაშვილი. იგი იყო უაღრესად განათლებული, კეთილი და მოსიყვარულე მოძღვარი თავისი სამწყსოსი. 

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.