2014წ. მდგომარეობით მღვდელმონაზონი თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქია
29/07/2017წ. გარდაიცვალა საგურამოს წმინდა ილია მართლის მონასტრის მღვდელმონაზონი შიო (ჯოხაძე). რამდენიმე თვის წინ "კარიბჭის" გვერდზე გავავრცელეთ მისი სულისშემძვრელი გალობა, რომელსაც ცრემლების გარეშე ვერავინ უსმენდა და დიდი გამოხმაურებაც მოყვა.
მამა შიო წიწამურის მშენებარე მონასტერში გულის შეტევით გარდაიცვალა და ამ წუთებში იქ არის დასვენებული. საღამოს კი წმინდა ილია მართლის მონასტერში გადაასვენებენ.
საპატრიარქოს უწყებანი N21 2-8 ივნისი 2005წ გვ.5
25 აპრილს შიომღვიმის მონასტერში არქიმანდრიტმა გაბრიელმა (გაბრიჭიძე) ბერად აღკვეცა მორჩილი სპირიდონ ჯოხაძე და უწოდა სახელი შიო.
საპატრიარქოს უწყებანი N27 14-19 სექტემბერი 2007წ გვ. 8
3 სექტემბერს ურბნისის წმინდა სტეფანე პირველმოწამის სახელობის საკათედრო ტაძარში რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) მღვდლად დაასხა ხელი ბერდიაკონ შიოს (ჯოხაძე). მღვდელმონაზონი შიო სურამის წმინდა იობ მრავალვნებულის სახელობის სამღვდელმთავრო რეზიდენციაში იმსახურებს. იმავე დღეს დიაკვნად აკურთხა ურბნისის საკათედრო ტაძრის იპო-დიაკვანი გიორგი ნამგალაური.