ბახტურიძე ქრისტესია (მღვდელი)
ბახტურიძე ქრისტესია (მღვდელი), სარწმუნეობრივი მდგომარეობა თუშეთში XIX ს-ის დასაწყისში. საპატრიარქოს უწყებანი. თბილისი, 2014. 6-12 მარტი, N9 (709), გვ.18-20 1840წ. გომეწარი (დუშეთი) წმინდა გიორგის ეკლესია
ბახტურიძე ქრისტესია (მღვდელი), 1840წ. გომეწრის ხეობა (თუშეთი) წმიდა გიორგის ეკლესია
წოვა თუშთ ჰყავსთ ორი მღვდელი -–– ქრისტესია ბანტურიშვილი (ბახტურიძე -– გ. მ.) და იაკობ წიბალაშვილი (ზამთარაული გ. მ.); პირველი იმათგანი არის თუშის გვარისა და უკანასკნელი -- თელავის უეზდის სოფელ იყალთოსი,
წოვა თუშების პირველი მღვდელი ქრისტესია ბახტურიძე, 36 წლისა (დაბ. 1783წ.), შობილ არს თელავის უეზდის სოფელ ალვანში, სადაცა თუშთა მათ, რომელთაცა აქვსთ მთაბრობა, ჰქონან მათ ზამთრის სადგომები, არს ყმა სახელმწიფო, დიაკონად არს ნაკურთხი კათოლიკოსის ანტონისაგან, 1805 წელს. მღვდლად არის ნაკურთხი ყოვლადსამღვდელო ნიკოლოზ ხარჭაშნელისაგან (ჩოლოყაშვილი -– გ.მ.), მისვე წელს. კურთხევის ღრამოტა არა აქვს. ბ) სამწყსო მისი, რომელსაცა შეადგენენ წოვა თუშნი -- კომლნი ორასორმოცდარვანი, არს გაუყოფელი მღვდელ იაკობ ზამთარაულთან, რომელიცა ერთად მასთანა აღასრულებს მათ შორის ქრისტეანებრთა წესთა. გ) მას ეძლევა მათგან გამოსაზრდელი მონათლულთათვის 1 აბაზი, ჯვარის დაწერისათვის 1 მანეთი, სახლის გასანათლად 2 შაური, სამარხად უმდიდრესთა კომლთაგან 1 თუმანი, და ღარიბთაგან 5-6 მანეთი, და უღარიბესთაგან 1 მანეთი და შუა უყოფს ზემოხსენებულ მღვდელ ზამთარაულს. ამ მღვდელს აქვს საკუთარი მიწა, ხუთი დღის სახნავი. დ) ცოლი ჰყავს და ძე არა ჰყავს. ე) ქართული წიგნი და წერა იცის.