სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11811

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ბმულის კოპირება

ბეჭდვა

ხიმშიაშვილი დავითი დეკანოზი

1993 წლის აპრილში მღვდლად კურთხევა. 2008 წლის 15 თებერვალს დააჯილდოვა ოქროს ჯვრით და დეკანოზის წოდება მიანიჭა. 2009 წლის 09 აგვისტოს დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრით. 2010 წლის 28 თებერვალს დაჯილდოვდა მიტრით. წმინდა პანტელეიმონ მკურნალის საელობის ეკლესიის (ვერის სასაფლაო) მღვდელმსახური.

1993წ. მღვდელი მანგლისისა და თეთრიწყაროს ეპარქია

2014წ. მდგომარეობით დეკანოზი მცხეთა-თბილისის ეპარქია

მთელ მანგლისის ეპარქიაში, 1993 წლის დასაწყისსი, როდესაც მეუფე ჩაბრძანდა, ვითარცა ეპარქიისმმართველი, მხოლოდ ერთადერთი მღვდელი მსახურობდა (მამა იოანე თედეევი). ეპარქიაში არ მოქმედებდა არცერთი ეკლესია მანგლისის ტაძრის გარდა. ამიტომაც მეუფეს რამდენიმე წელი დასჭირდა სათანადო მორჩილების მოსაზიდად და შემდეგ მათ საულიერო პირებად აღსაზრდელად (1993 წლის მარტში დიაკვნად აკურთხა თამაზ გოგოლაძე, ამავე წლის აპრილში სოფელ ღოუბნის ეკლესიში მღვდლად აკრთხა მამა დავით ხიმშიაშვილი, თბილისის „ლურჯ მონასტერში‖ წირვისას მღვდლად აკურთხა მამა ვახტანგ ძინძიბაძე 1994 წლი 13 დეკემბერს).  გვ. 4


ხიმშიაშვილი დავით მღვდელი ივერიის გაბრწყინება 1999, N2, გვ.18-19

საპატრიარქოს უწყებანი N6 21-27 თებერვალი 2008წ გვ. 8

დაჯილდოება

15 თებერვალს, მირქმის დღესასწაულზე, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ თბილისის წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დავით ხიმშიაშვილი ეკლესიაში მრავალი წლის მანძილზე ერთგული მსახურებისათვის დააჯილდოვა ოქროს ჯვრით და დეკანოზის წოდება მიანიჭა.

საპატრიარქოს უწყებანი N25 20აგვისტო-2სექტემბერი 2009წ გვ.9

9 აგვისტოს წმინდა პანტელეიმონის სახელობის ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ წმინდა პანტელეიმონ მკურნალის დღესასწაულთან დაკავშირებით დააჯილდოვა შემდეგი სასულიერო პირები: მიტრით — თბილისის წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა; გამშვენებული ჯვრით — ამავე ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი დავით ხიმშიაშვილი და არგვეთისა და უბისის ეპარქიის მღვდელმსახური, დეკანოზი ფილიპე აბაშიძე.

 საპატრიარქოს უწყებანი N8 4-6მარტი 2010წ  გვ. 11

დაჯილდოვება

28 თებერვალს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეკლესიაში ერთგული და დამსახურებული მოღვაწეობისათვის დააჯილდოვა მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოება: მიტრით — წმინდა პანტელეიმონ მკურნალის საელობის ეკლესიის (ვერის სასაფლაო) მღვდელმსახური, დეკანოზი დავით ხიმშიაშვილი, თემქის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი კობაიძე; გამშვენებული ჯვრით − საბურთალოს წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ გოგოლაძე, ბახტრიონის ჯვართამაღლების სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი თეოდორე გიგნაძე; ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით — მცხეთის წმინდა ჯვრის სახელობის მამათა მონასტრის საძმოს წევრი, მღვდელ-მონაზონი გრიგოლი (ქოჩიაშვილი).


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.