წოწკოლაური
მახარებელი მღვდელი
წოწკოლაური
მახარებელი მღვდელი 1830, 1831, 1840, 1841წ. მუქუ (უკანაფშავი, დუშეთი) ღვთიმშობლის მიძინების ეკლესია სხვა წყარო 1840წ. გომეწარი (დუშეთი) წმინდა გიორგის ეკლესია
დოკუმენტი დაცულია საქართველოს სახელმწიფო ცენტრალურ საისტორიო არქივში. „1819 წელს ნოემბრის 8 დღესა ფშავის ერთ მღუდელნი: მახარობელი ბურდული და მახარობელი წოწკორაული, კანცელარიასა შინა მათის მაღალყოვლადუსამღვდლოესობის საქართველოს ექსარხოსის და კავალერისასა კითხულ იქმნენ და აჩუენეს. ფშაველნი არიან ერთისა ნათესავნი. სამფლობელო მათი განიყოფების ფშავის მდინარით, რომელიცა გამომდინარებს სოფლის უკანა ფშავთაგან და ერთვის არაგვსა სოფელს ჟინვანთან, ერთის საათის სავალზედ, ანანურითგან ტფილისისაკენ.ჰსცხოვრობენ ზამთრით მთაში, ზაფხულით სხვა და სხვათა ადგილთა შინა თელავის უეზდისათა, ხოლო უმეტეს ერწოს ხეობასა შინა რიცხვით არიან მაგალითებრ სამას კომლამდინ. ძველთაგან უპყრიესთ ქრისტიანებრი სარწმუნოება, ბერძენთ ქართულისა აღსარებისა და ყოველთავე იციან ქართული, ყოველნივე არიან თავისუფალნი. არა არს აზნაურობა მათ შორის. განეგებიან უფროს უფროსთა კაცთა მიერ, შუათგან მათთა აღრჩეულთა თანხმობითა მოურავისათა. მათ აქვსთ მთაში თერთმეტნი სოფელნი, რომელნიცა არიან: უკანა ფშავი, წითელაური, ოხადა, გაბიდაური, მატურა, მუქო, წირჩო, გოგოლაური, ცაბაური, შუაფხო და ჩარგალი. საზრდო აქვსთ ხვნა და თესვისაგან და პირუტყვთაგან, სახნავნი მიწანი აქვსთ მცირედ და ხვნენ უმეტეს ერწოს ხეობაში, პირუტყვ ჰყავსთ ფრიად საშუალად. არა აქუსთ ვენახნი. ოტკასა ხდიან ქერისასა და ხარშვენ ლუდსა. მთაში აქუსთ ოთხნი ეკლესიანი და ოთხნი მლუდელნი ჰყვანან. ეკლესია სოფელსა შინა ახადსა სახელსა ზედა ყოვლად წმიდის ღვთისმშობლის მიძინებისა, ქვისა ძუელი; სხვებრ მას შინ წირვა-ლოცვა არს დროებითად; არა არს მღუდელი მას შინა. სოფელსა შინა მუქოს სახელსა ზედა ღვთისმშობლის მიძინებისასა ქვისა ძუელი; მაგრამ წირვა-ლოცვა აღსრულებულ იქმნების, მას შინა არს მღუდელი მახარებელი წოწკორაული წლისა ოცდაათისა, ფშაველთ ნათესავი. მლღუდლად ხელდასხმულ არს ყოვლად სამღვდელოს ნიკოლოს ხარჭაშნელ ეპისკოპოსისგან წინარე ათისა წლისა, კუთხევისა ღრამოტა არა აქვს, არ იცის წერა. მას ჰყავს შვილები: ივანე, ხუთისა წლისა და ბეჟან, სამისა წლისა (გარდ. 1858 წლის 14 ოქტომბერს
გ: მ.).