მამა სპირიდონი (მუმლაძე), უკვე მეორე წელია, კიცხის წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის ტაძრის მოხატვაზე მუშაობს.
პირველად 2013 წელს ჩამოვიდა თბილისიდან კიცხში ნუნისის წინამძღვრის, მამა პავლეს რეკომენდაციით. მაშინ, ჯერ კიდევ საერო პირმა, ტაძრის საკურთხევლის კარები მოხატა.
მოსახლეობისგან გაღებული შემოწირულობებისა და საეკლესიო კალენდრების გაყიდვიდან შემოსული თანხით, ტაძრის მთლიანად მოხატვა გადაწყდა.
2018 წელს კვლავ მოიწვიეს მამა სპირიდონი, რომელიც გულდასმით შეუდგა ტაძრის მოხატვის სამუშაოებს.
მუმლაძე სპირიდონ მღვდელი