სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11811

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ბმულის კოპირება

ბეჭდვა

გივიშვილი გივი იოანე (დეკანოზი) ძე დეკანოზი

2006 წლის 12 თებერვალს მღვდლად ხელდასხმა. 2009 წლის 30 აგვისტოს დაჯილდოვდა, ოქროს ჯვრით და დეკანოზის წოდებით. 2010 წლის 19 დეკემბერს დაჯილდოვდა: გამშვენებული ჯვრით.

2016წ. მდგომარეობით დეკანოზი მცხეთა-თბილისის ეპარქია

ხელდასხმა
12 თებერვალს, ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში უწმიდესმა და უნეტარესმა,სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II მღვდლად დაასხა ხელი დიაკვან გივი გივიშვილს.

საპატრიარქოს უწყებანი N26 3-16სექტემბერი 2009წ გვ.13

ხელდასხმა

30 აგვისტოს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა შემდეგი სასულიერო პირები: ოქროს ჯვრით და დეკანოზის წოდებით — რესპუბლიკურ საავადმყოფოში მდებარე წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი დავით შენგელია; ყოვლადწმიდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური, მღვდელი გივი გივიშვილი; სიონის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურნი: მღვდელი დავით ლასურაშვილი და მღვდელი შალვა კეკელია.


საპატრიარქოს უწყებანი N3 20-26 იანვარი 2011წ გვ.7

დაჯილდოება

19 დეკემბერს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ წმინდა ნიკოლოზის დღესასწაულთან დაკავშირებით დააჯილდოვა სასულიერო პირები:  არქიმანდრიტის წოდებით - ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური, იღუმენი ლაზარე (მახარაშვილი). მიტრით -- ვარკეთილის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი დიმიტრი ლეკვეიშვილი. გამშვენებული ჯვრით -- ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურნი: იღუმენი ანთიმოზი (ბიჩინაშვილი); იღუმენი ათანასე (სვანიძე); დეკანოზი გრიგოლ გოგიჩაძე; დეკანოზი ირაკლი ჭინჭარაული, დეკანოზი გივი გივიშვილი; დეკანოზი გიორგი სახვაძე; გამშვენებული ჯვრით გლდანის ლომისას წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მლვდელმსახური, დეკანოზი ირაკლი კუთხაშვილი. ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური, მღვდელ-მონაზონი ნიკოლოზი (კალანდაძე).

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.