კულუმბეგაშვილი (ყულუმბეგოვ ორიგინალში)
ვასილ მედავითნე
კულუმბეგაშვილი (ყულუმბეგოვ ორიგინალში)
ვასილ მედავითნე 1892წ. წინსოფელი (ჭიათურა) ღვთიმშობლის ეკლესია, 1898-1917წ. მეჯვრისხევი პატარა (გორი) ღვთიმშობლის ეკლესია 1914წ. მეჯვრისხევი დიდი (გორი) წმიდა გიორგის ეკლესია
1937-1938 წლების რეპრესიების ტალღამ ურბნისაწყურის ეპარქიასაც გადაუარა. გარდა ოფიციალურად მოქმედი მოძღვრების დახვრეტა-დაპატიმრებისა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა არ დაინდეს არც განმოსილი სამღვდელოება, რომელთაც მიტოვებული ჰქონდათ ეკლესიაში მსახურება და საბჭოთა ხელისუფლების სამსახურში იყვნენ ჩამდგარი. ასეთები იყვნენ: ცხინვალის რაიონის, სოფელ ქურთაში მცხოვრები მედავითნე კირილე ანტონის ძე ბასიშვილი; ცხინვალში მცხოვრები მღვდელი ელისე ზაქარიას ძე კვანჭახიძე; ქ. გორში მცხოვრები მღვდელი ნიკოლოზ გრიგოლის ძე მაისურაძე; გორის რაიონის, სოფელ მეღვრეკისში მცხოვრები მღვდელი ვასილ გიორგის ძე კულუმბეგაშვილი; ბორჯომში მცხოვრები მღვდელი იოსებ გიორგის ძე ჯომარჯიძე; გორის რაიონის, სოფელ დგვრისში მცხოვრები მღვდელი გიორგი ივანიძე; ახალციხის რაიონის, სოფელ არალში მცხოვრები, კათოლიკური ეკლესიის მოძღვარი, პასტორი გაბრიელ პავლეს ძე გოზალაშვილი