სტამბის ოსტატები იყვნენ: იღუმენი ქრისტეფორე (გურამიშვილი), მღვდელი ფილიპე ქობულაშვილი და მღვდელი დავით ხისაშვილი, ზედამხედველად -– ვახტანგ VI-ის ყოფილი მდივანმწიგნობარი მელქისედეკ კავკასიძე. „ბიბლიის“ ბეჭდვაში მონაწილეობას იღებდნენ ბაქარ და ვახუშტი ბატონიშვილებიც. იოსებ სამებელმა ქართული ტექსტი შეუდარა ებრაულ, სირიულ, ბერძნულ და სლავურ ტექსტებს, რასაც საკმაო დრო დასჭირდა. 1742 წლის დამლევს იგი უკვე მზად იყო.
საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით.
დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,
თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.