1985წ. იღუმენია ჰუჯაბის (ხუჯაბის) (მარნეული) მონასტერი
1985 წლის 15 ოქტომბერს ახკერპის რუსული მონასტრის დედათა კრებული საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებულ რელიგიის რწმუნებულთა საბჭოს თავჯდომარეს, ბატონ ანზორ ნიკოლოზის ძე წიკლაურს სთხოვდა, რომ სოფ. ახკერფში ცხოვრებდა 9 მონაზონი და ასრულებდნენ მსახურებას, ისინი აღიარებდნენ საბჭოთა კანონმდებლობას და ითხოვდნენ ოფიციალურად რეგისტრაციაში გატარებას. იქვე მოყვანილია მათი სია: 1) დზუბა პროსკოვია ტიმოთეს ასული –- იღუმენია პავლა, 1893წ.; 2) ნაუმოვა ტაისია ივანეს ასული 1923წ.; 3) სუხოვა ევდოკია ტიმოთეს ასული 1928წ.; 4) მატაევა მალვინა ვასილის ასული 1942წ.; 5) ხარაბაროვა ოლღა აგოკის ასული 1914წ.; 6) ჟდანოვა ლუბოვი ალექსის ასული 1924წ.; 7) ნაროდა ანტონინა იოანეს ასული 1926წ.; 8) ჟდანოვა ლუბოვი ნიკიტას ასული 1926წ.; 9) ბალაბუნოვა ნინო იოანეს ასული 1926წ.