მაძღარაშვილი გიორგი(გიგა) დავითის ძე დაიბადა 14 მაისი 1994 წელს დედოფლისწყაროს რაიონში.
მამა: დავით სულხანის ძე მაძღარაშვილი.
დედა: თეა რადიკოს ასული ნასრაშვილი.
2012 წელს დაამთავრა სოფელ, ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლა. იმავე წელს ჩაირიცხა გრემის მონასტერთან არსებულ სასულიერო სემინარიაში. 2014 წელს კი ჩაირიცხა თბილისის სასულიერო სემინარია-აკადემიაში თეოლოგიის ფაკულტეტზე, სადაც სწავლობდა 2014-2018 წლები. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ კერძოდ 2020 წლის 5 აგვისტოს ხორნაბუჯის და ჰერეთის ეპისკოპოსმა დიმიტრიმ(კაპანაძემ) ხელი დაასხა დიაკვნად,. ხოლო 2022 წლის 1 მაისს მიტროპოლიტმა თეოდორე(ჭუაძე) ხელი დაასხა მღვდლად დედოფლისწყაროს ღვთიმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში. მისივე კურთხევით მოხდა განწესება მღვდელმსახურად იმავე ტაძარში. ჰყავს მეუღლე(სოფიო სიფრაშვილი) და 2 შვილი: დავითი და თეკლა მაძღარაშვილები.