მთავარი ● იუბილარი/ ხსენება
ყველა ეკლესია
სულ რაოდენობა: 4
1810წ. დეკანოზი
ფხაზეთში რუსეთის მფლობელობის დამყარების შემდეგ დეკანოზმა იოანე იოსელიანმა საკუთარი სახსრებით აღადგინა სამთავრო სახლის კარის ეკლესია ლიხნში – ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი, გამართა ღვთისმსახურება და მღვდლები გაამწესა, ამასთან მრავალი აფხაზიც მონათლა, მათ შორის, აფხაზეთის მთავრის გიორგი შარვაშიძის (1810-1821) ოჯახიც. ამასთანავე, 1810 წელს მან ლიხნში სასულიერო სასწავლებლის გახსნის თაობაზე საკითხი აღძრა. ის იმედს გამოთქვამდა, რომ ამ გზით აფხაზეთს ქრისტიანობის ნათელი კვლავ მოეფინებოდა, თუმცა რთული პოლიტიკური ვითარების გამო ხელისუფლებამ ამ წინადადებას მხარი არ დაუჭირა.
1824წ. დეკანოზი
1821 წლიდან ლიხნში ნაყოფიერ მოღვაწეობას ეწეოდა მღვდელი იოანე ქავთარაძე, რომელმაც ადგილობრივი მოსახლეობის სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. მალე იგი ლიხნის ეკლესიის დეკანოზი გახდა. 1823 წელს მან საქართველოს ეგზარქოსს, მიტროპოლიტ იონას (1821-1832) სთხოვა მის დასახმარებლად რომელიმე მღვდელმონაზონი და საეკლესიო ლიტერატურა გამოეგზავნა. იმ ფორმალური მოტივით, რომ აფხაზეთის სამთავრო ჯერ კიდევ არ შედიოდა მის გამგებლობაში, ეგზარქოსმა თხოვნის შესრულებაზე უარი შეუთვალა. 20იანი წლების დასაწყისში აფხაზეთის არქიმანდრიტმა იოანე იოსელიანმა, მთავრის სულიერმა მოძღვარმა სიმონ ჟორდანიამ, მღვდელმა იოანე ქავთარაძემ 150მდე აფხაზი მონათლეს.
1830-იანიწ. მღვდელი
აფხაზეთის მოსახლეობას შორის ქრისტიანობის ქადაგება და მათი მონათვლა ინტენსიურად გრძელდებოდა. ამაზე მიუთითებს ის გარემოება, რომ 1824 წელს“ არქ. იოანემ და შარვაშიძის კარის მღვდელმა სიმონ ჟორდანიამ 139 აფხაზი მონათლეს. გვ. 80
1877წ. ღვთივგანისვენა მღვდელი
Copyright © 2018 | Created By Integral Web Studio.