მორჩილის კაბით შემოსვა
5 ივლისს უბისის წმ. გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) მორჩილის კაბით შემოსა ამავე ტაძრის სტიქაროსანი თეიმურაზ გუმბერიძე.
ბერად აღკვეცა
18 ოქტომბერს უბისის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) ღამისთევის ლოცვაზე შეასრულა ბერად აღკვეცის წესი: აღიკვეცენ:
არგვეთის წმ. გიორგის სახელობის მამათა მონასტრის მორჩილი თეიმურაზ გუმბერიძე - სახელად უწოდა სოლომონი;
არგვეთის ყოვლადწმინდა ლვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტრის მორჩილი მერაბ კიკნაძე –– სახელად ეწოდა ისააკი;
რიკოთის წმ. გიორგის სახელობის მამათა მონასტრის მორჩილი გიორგი ნეფარიძე -–– სახელად უწოდა გრიგოლი;
ტაბაკინის წმ. გიორგის სახელობის მამათა მონასტრის მორჩილი ნიკოლოზ დოლიძე - სახელად უწოდა მოსე.