სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11811

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ყველა ეკლესია

დირბი (ქარელი) ღვთისმშობლის მიძინების დედათა მონასტერი

დირბი (ქარელი) ღვთისმშობლის მიძინების დედათა მონასტერი

სულ რაოდენობა: 8

ბმულის კოპირება

დირბის ღმრთისმშობლის მიძინების ტაძარი შიდა ქართლში ფრონის ხეობაში მდებარეობს და ის მე-10 საუკუნეშია აშენებული, დაახლოებით 957-967 წლებში,  აფხაზთა მეფის - ლეონ მესამის ზეობისას. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით დვანის წყლის ,,დასავლით კიდესა არს დირბს მონასტერი, სადაც ზის არქიმანდრიტი იერუსალემის  ჯვარის მონასტრისა. არამედ მეფენი ქართლისანი დასმენ ქართველთა, და ყოველსა საქართველოსა შინა არს მამული მისი, და ჰფლობს ესე, და მოსავალს გზავნის ვერცხლად  იერუსალემს“  -  ამ ამონარიდიდან ვიგებთ, რომ დირბის მონასტერი იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მეტოქი (მონასტრის კუთვნილი დაქვემდებარებული ეკლესია მამულით) იყო და მას ჯვრის მონასტრის აქიმანდრიტი განაგებდა.  მეტოქის მიწებზე მოწეული მოსავალი აქვე საქართველოში იყიდებოდა, თანხა კი იერუსალიმში იგზავნებოდა. ეს ურთერთობა იერუსალიმის საპატრიარქოსა და დირბის ღმრთისმშობლის მონასტერს შორის მე-20 საუკუნის 30-იან წლებამდე გაგრძელდა. 


დირბის ღვთიმშობელი მე-14-ე საუკუნის ფრესკა.

დირბის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი  გამოირჩევა თავისი უნიკალური მოხატულობითაც - 2003 წელს დირბის ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარსა და სამრეკლოს ჩაუტარდა რესტავრაცია. ტაძარში მოიხსნა ნალესი ფენა, რის  შემდეგაც გამოჩნდა XIV საუკუნის უნიკალური ფრესკები. დირბის ტაძრის მოხატულობა იმ პერიოდში ფართოდ გავრცელებულ პალეოლოგოსთა მხატვრულ სტილს მიეკუთვნება, რომელიც  XIII საუკუნის დასაწყისში ჩამოყალიბდა ბიზანტიის სულიერი კულტურის ცენტრებში - მათ შორის საქართველოშიც.  

მხატვრობის ძირითადი ნაწილი ღმრთისმშობლის ცხოვრების ამსახველ ციკლს ეთმობა, მათ შორის არის უნიკალური ფრესკა ,,იოსების ყვედრება”, სადაც  გამოსახულია დედობრივი სითბოთი სავსე ,,დირბის  ღმრთისმშობელი” (ხსენება 13 აგვისტოს) - მიდგომილი, რომელიც განსაკუთრებულად ცნობილი გახდა, არა მხოლოდ თავისი მხატვრული ღირებულებით, არამედ, მორწმუნეთა მიმართ, თავისი სასწაულებრივი შემწეობითაც და დღესდღეობით  მასთან მომლოცველთა დიდი ნაკადი მიედინება როგორც საქართველოდან, ისე საზღვარგარეთიდან. 


ღვთიმშობლის შობა ტაძრის მოხატულობა.

დირბის ღვთისმშობლის ტაძარი ერთ-ერთია იმ ისტორიულ და სულიერ კერათაგან, რომელიც რუის-ურბნისის ეპარქიაში უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე აღსდგა მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის, მეუფე იობის (აქიაშვილი) ლოცვა-კურთხევით,   ის ეპარქიის მრავალი  სხვა ტაძარის მსგავსად ,,მიწიდან ამოიზიდა“ ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით.  

       2000 წლის 31 აგვისტოს მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) აკურთხა დირბის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის განახლებული ტრაპეზი. ტაძრის წინამძღვარი იყო მღვდელმონოზონი (შემდგომში იღუმენი) იოანე ოხანაშვილი.

ტაძრის რესტავრაცია განხორციელდა ფონდი ,,ქართუ“-ს დაფინანსებით,  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ - შესაბამისი სპეციალისტების ჩართულობით. სრულად გაიწმინდა ტაძარი, ჩატარდა შესაბამისი გამაგრებითი სამუშაოები, მოიხსნა ნალესი ფენა და კონსერვაცია ჩაუტარდა ტაძრის უნიკალურ ფრესკებს - (2003 წ.)

2002 წლის პირველ მაისს მეუფე იობის ლოცვა კურთხევით,  დირბში დაარსდა დედათა  მონასტერი.

2004 წლის 24 ივლისიდან მონასტრის პირველ წინამძღვრად დაინიშნა სამონაზვნე ბარბარე (ივანიშვილი).

2005 წლიდან 2006 წლის 31 დეკემბრამდე მონასტრის წინამძღვარი იყო მონოზონი სესილია (შავდათუაშვილი)

2007 წლის 13 თებერვლიდან  დღემდე მონასტრის წინამძღვარია იღუმენია ნატალია - ხახუტაიშვილი.

2008 წელს 3 ივნისს მეუფე იობმა აკურთხა წმინდა ბარბარეს სახელობის განახლებული ტრაპეზი, რომელიც მდებარეობს ტაძრის სამხრეთ მინაშენში. 

2010 წელს გამოიცა  ღვთისმშობლის მიძნებისა და დირბის ღვთისმშობლის პარაკლისები, რომლებიც მონასტერშია შედგენილი.

2015 წლის 13 აგვისტოს პირველად მოხდა დირბის ღვთისმშობლის დღესასწაულის საზეიმო აღნიშვნა, ამავე თარიღთან დაკავშირებით დაიწერა დირბის ღვთისმობლის დაუჯდომელი. რომელიც უკვე ნათარგმნია საეკლესიო სლავურ და სერბულ ენაზე. იგეგმება მისი თარგმნა ინგლისურ ენაზეც.

მონასტერში მოედინება მომლოცველთა დიდი ნაკადი, არსებობს მომლოცველთა ჩანაწერების რვეულებიც, სადაც ადამიანები ჰყვებიან მათ ცხოვრებაში დირბის ღვთისმშობლის სასწაულებრივი მფარველობის ამბებს. ასეთი ჩანაწერი ათასობითაა და დღითი დღე მრავლდება. 




ოხანაშვილი  იოანე იღუმენი
ოხანაშვილი იოანე - იღუმენი.  წინამძღოლი: სარკის წმ. გიორგის მონასტერი (XVII ს.) 2005წ.

2000წ. მდგომარეობით მღვდელმონაზონი

სრულად ნახვა
კაკიაშვილი  ბასილი (ბესიკ) მერაბის ძე  არქიმანდრიტი
კაკიაშვილი ბასილი (ბესიკ) მერაბის ძე - არქიმანდრიტი. დაბ. 1979წ.   ხაშური, წინამძღვარი.  2012 წლის 07 ოქტომბერს დაჯილდოვდა არქიმანდრიტის წოდებით;

2001წ. მდგომარეობით არქიმანდრიტი სქემმღვდელმონაზონი

სრულად ნახვა
ივანიშვილი ბარბარე - სქიმმონოზონი.

2004-2005წ. წინამძღვარი სამონაზვნე

სრულად ნახვა
შავდათუაშვილი სესილია მონაზონი
შავდათუაშვილი სესილია - მონაზონი. ბოლნისის, წმინდა ეფრემ ასურის სახელობის დედათა მონასტრის წევრი

2005-2006წ. წინამძღვარი მონაზონი

სრულად ნახვა
ხახუტაიშვილი ნატალია იღუმენია
ხახუტაიშვილი ნატალია - იღუმენია. 2011 წლის 27 იანვარს დაჯილდოვდა:  ოქროს ჯვრით: დირბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი.

2007-2025წ. წინამძღვარი იღუმენია

სრულად ნახვა
მჟავია  ბარბარე სქიმმონაზონი
მჟავია ბარბარე - სქიმმონაზონი. გარდ. 03 ნოემბერი 2012წ.

2012წ. ღვთივგანისვენა სქიმმონაზონი

სრულად ნახვა
კორინთელი ზინობია სქემმონოზონი
კორინთელი ზინობია - სქემმონოზონი.

2020წ. -იანი წლები სქემმონოზონი

სრულად ნახვა
ჩხაიძე ელისაბედი მონაზონი
ჩხაიძე ელისაბედი - მონაზონი.

2025წ. მდგომარეობით მონაზონი

სრულად ნახვა
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი