2007-2025წ. წინამძღვარი იღუმენია დირბი (ქარელი) ღვთისმშობლის მიძინების დედათა მონასტერი
ფოტო აღებულია 15.05.2008 კარიბჭის სტატია: ფრონეს ხეობა.
2007 წლის 13 თებერვლიდან დღემდე დირბის დედათა მონასტრის წინამძღვარია იღუმენია ნატალია - ხახუტაიშვილი
საპატრიარქოს უწყებანი N6 10-16 თებერვალი 2011წ გვ.4
დაჯილდოება
27 იანვარს ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით დააჯილდოვა რუისისა-ურბნისის ეპარქიაში მოღვაწე მონაზვნები.
დაჯილდოება
ოქროს ჯვრით: რუისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, მონაზონი ემილია (შუბლაძე); დირბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, მონაზონი ნატალია (ხახუტაშვილი); ხაშურის წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტრის წინამძლვარი, მონაზონი ევგენია (ჟორდანია); ხაშურის წმინდა მარინეს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, მონაზონი მარინე (რაზმაძე); სურამის მაცხოვრის ამალლების სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, მონაზონი თამარი (ფიჩხაია); სურამის იობ მრავალტანჯულის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, მონაზონი ელისაბედი (სიხაშვილი); სომანეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, მონაზონი მაკრინე (ჯვარისაშვილი); ბრეთის წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, მონაზონი ანგელინა (ოსაძე).
ფოტო მაია ჩხეაიძის.
მონასტერის წინამძღვარი - იღუმენია ნატალია ხახუტაიშვილი, რუის- ურბნისის ეპარქიაში მოღვაწეობს 1998 წლიდან.
2001 წლის 3 მარტს ურბნისის საკათედრო ტაძარში ნინო ხახუტაიშვილი შეიმოსა მორჩილად;
2004 წლის 23 დეკემბერს იმავე ტაძარში აღიკვეცა მონოზვნად და ეწოდა სახელი ნატალია.
2007 წლის 13 თებერვლიდან, მეუფე იობის ლოცვა - კურთხევით მონოზონი ნატალია განმწესდა დირბის ყოვლდაწმინდა ღვთისმშობლის დედათა მონასტრის წინამძღვრად. სადაც მსახურობს დღემდე.
2011 წლის 27 იავნარს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორეს ბრძანებით დაჯილდოვდა ოქროს ჯვრის ტარების უფლებით.
2012 წლის 28 ნოემბერს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორეს ბრძანებით მოხდა მონოზონ ნატალიას აყვანა იღუმენიას ხარისხში.
„ღვთისმშობლის გამოსახულება სცენის დანარჩენ ნაწილთან შედარებით კარგადაა შემონახული. როგორც ამბობენ, ტაძრის კედლებიდან ნალესი ფენის მოხნისას პირველად სწორედ თითქმის უვნებელი დირბის ღმრთისმშობლის გამოსახულება გამოჩნდა, როგორც ნიშანი იმისა, რომ არც ნალეს ფენას, არც დროს, არც ბოროტის მსახვრალ ხელსა და ძალაუფლებას არ შეუძლია ადამიანების გულებიდან ამოშალოს ღვთის სიყვარული და სასოება. დირბის ღმრთისმშობელი გახლავთ ღვთისმშობლის უიშვიათესი გამოსახულება, რომელიც უნიკალურია თავისი შესრულების მანერითა და განსაკუთრებული სიფაქიზით. ფრესკიდან დაიწერა რამდენიმე ხატი, რომლებიც მონასტერშია დაბრძანებული.
დირბის მიდგომილი ღვთისმშობელი წყაროა მრავალი სასწაულისა, რომელიც მასთან თხოვნით მისული რწმენით აღსავსე ადამიანებისათვის ოდითგანვე აღსრულდებოდა, ღვთისმშობლის მოწყალების ნაკადული დღემდე გადმოსჩქეფს და სასწაულები გრძელდება…
დირბის ღვთისმშობელი, უპირველეს ყოვლისა, უშვილოთა და ორსულთა შემწეა და სწორედ ამიტომ მასთან გულმხურვალე ვედრებით უწყვეტად მოედინება შვილიერების მოსურნე წყვილთა ნაკადი. მათგან უმეტესობა, გარკვეული პერიოდის შემდეგ, კვლავ ბრუნდება მასთან – ნაცვლად ტკივილისა უკვე მადლიერებით აღსავსე თვალებით.
მონასტერმა 2010 წელს გამოსცა დირბის ღვთისმშობლის პარაკლისი, რომლიც აქვეა შედგენილი. უშვილო წყვილთა შემწეობისათვის მონასტერში იქსოვება სარტყელი უშვილოთათვის. სარტყელს, რა თქმა უნდა, სიმბოლური დატვირთვა აქვს და უკავშირდება უშვილოთა და ფეხმძიმეთა შემწე დირბის ღვთისმშობელს. იგი წყვილებს მის მეტ სასოებასა და რწმენას შთაუნერგავს. ტაძრის მოლოცვისა და სარტყელის გამოყენების შემდეგ არაერთი უშვილო გამხდარა დირბის ღვთისმშობლის შეწევნისა და წყალობის ღირსი.”