სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12225

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ყველა ეკლესია

ბედიანა (წალკა) ღვთისმშობლის მიძინების მონასტერი

ბედიანა (წალკა) ღვთისმშობლის მიძინების მონასტერი

სულ რაოდენობა: 2

ბმულის კოპირება

ბედიანის ღვთისმშობლის მიძინების მონასტერი– მდებარეობს დაბა ბედიანში (წალკის მუნიციპალიტეტი, წალკის ეპარქია), ქ. წალკიდან 30 კმ-ზე, მდ. ხრამის მარჯვენა ნაპირზე. მონასტერი ბედიანში არსებობდა შუა საუკუნეებიდან. აღდგა 1990-იან წლებში. ახლად აღორძინებულ სავანეში მონაზვნები გადაიყვანეს თბილისის ფერისცვალების დედათა მონასტრიდან. 1999 წლის სექტემბერში ბედიანში დასახლდნენ წმ. გიორგი მთაწმინდლის დედათა მონასტერთან არსებული ბავშვთა ცენტრის აღსაზრდელები და მათი პედაგოგ-აღმზრდელები. მონასტრის მონაზვნებსა და მორჩილებს იმთავითვე მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ ბავშვებთან, რომელთა პირველ ნაკადს მონასტერმა უმასპინძლა და მათზე მზრუნველობა იკისრა.



კვირკველია ზაბულონი (თევდორე) - იღუმენი. გარდ. 14 თებერვალი 2013წ.     დაჯილდოვდა ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით; 2009 წლის 05 აპრილს. სრულად ნახვა
რუხაძე ანტონინა - იღუმენია. 2011 წლის 15 მაისს დაჯილდოვდა: ოქროს ჯვრითა და იღუმენიას წოდებით ბედიანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტრის კეთილმოწესე. სრულად ნახვა
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი