სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12240

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ყველა ეკლესია

ბაში (სამტრედია) ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი

ბაში (სამტრედია) ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი

სულ რაოდენობა: 1

ბმულის კოპირება

 საპატრიარქოს უწყებანი N37 19-25სექტემბერი 2003წ გვ.6

ბაშში ახალი ტაძარი იკურთხა

13 სექტემბერს სამტრედიის რაიონის სოფელ ბაშში ახალი, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი იკურთხა. მისი აღმშენებელი ბატონი მამუკა ხაზარაძეა. ეს  არის ორნავიანი ბაზილიკა, რომელშიც ორი საკურთხეველია – ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინებისა და წმიდა ნიკოლოზისა. ტაძარი ოთხი წლის განმავლობაში შენდებოდა და ძველი – გელათისა და სვეტიცხოვლის ტრადიციების მიხედვით აიგო. ქვა და ორნამენტი ხელითაა ნაკეთები. ძველი. ტრადიციის მემანიშნებელია აგრეთვე ტაძრის ლორფინით გადახურვა. ეს არის ე. წ. ქართული კრამიტი. როემლსაც. სამცხეჯავახეთში იყენებდნენ. ტაძრის ხუროთმოძღვარია დავით სვანიძე, მშენებელი – დავით ლაცაბიძე. უახლოეს მომავალში ტაძარი შიგნიდან მოიხატება. ოდესღაც აქ დედათა მონასტრი არსებობდა და დაგეგმილია მისი კვლავ აღდგენა. სოფელ ბაშში თავის დროზე ხუთი ეკლესია არსებობდა, რომელთაგან არცერთი არაა მოღწეული. ტაძარი აკურთხა ხონის და სამტრედიის ეპისკოპოსმა საბამ (გიგიბერია). მასთან ერთად სადღესასწაულო წირვას აღავლენდნენ წმიდა სინოდის მღვდელმთავარნი – ბორომისა და ბაკურიანის მთავარეპისკოპოსი სერაფიმე (ჯოჯუა), ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპისკოპოსი თეოდორე (ჭუაძე), ვანისა და ბაღდათის ეპისკოპოსი ანტონი (ბულუხია), ზუგდიდისა და ცაიშის ეპისკოპოსი გერასიმე (შარაშენიძე), ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსი სტეფანე (კალაიჯიშვილი), დმანისის ეპისკოპოსი ზენონი (იარაჯული) და სენაკისა და ჩხოროწყუს ეპისკოპოსი შიო (მუჯირი). 


დეკანოზი იოანე (კოხრეიძე), (გარდაიცვალა 2024 წლის 31 დეკემბერს).

ფოტო მიშა მიშა შენგელია



კოხრეიძე იოანე დეკანოზი
კოხრეიძე იოანე - დეკანოზი.  დაბ. სამტრედია 22 აპრილი 1950წ. - 31 დეკემბერი 2024წწ.   2009 წლის 01 აგვისტოს დაჯილდოვდა მიტრით.  სრულად ნახვა
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
ხაზარაძე მამუკა ტაძრის აღმშენებელი
ხაზარაძე მამუკა - ტაძრის აღმშენებელი. 2003 წლის 13 სექტემბერს სამტრედიის რაიონის სოფელ ბაშში ახალი, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი იკურთხა.

2003წ. ბაში (სამტრედია) ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი

სრულად ნახვა