სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12240

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ხაზარაძე მამუკა ტაძრის აღმშენებელი
ბმულის კოპირება

ბეჭდვა

ხაზარაძე მამუკა ტაძრის აღმშენებელი

2003 წლის 13 სექტემბერს სამტრედიის რაიონის სოფელ ბაშში ახალი, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი იკურთხა.

 საპატრიარქოს უწყებანი N37 19-25სექტემბერი 2003წ გვ.6

ბაშში ახალი ტაძარი იკურთხა

13 სექტემბერს სამტრედიის რაიონის სოფელ ბაშში ახალი, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი იკურთხა. მისი აღმშენებელი ბატონი მამუკა ხაზარაძეა. ეს  არის ორნავიანი ბაზილიკა, რომელშიც ორი საკურთხეველია – ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინებისა და წმიდა ნიკოლოზისა. ტაძარი ოთხი წლის განმავლობაში შენდებოდა და ძველი – გელათისა და სვეტიცხოვლის ტრადიციების მიხედვით აიგო. ქვა და ორნამენტი ხელითაა ნაკეთები. ძველი. ტრადიციის მემანიშნებელია აგრეთვე ტაძრის ლორფინით გადახურვა. ეს არის ე. წ. ქართული კრამიტი. როემლსაც. სამცხეჯავახეთში იყენებდნენ. ტაძრის ხუროთმოძღვარია დავით სვანიძე, მშენებელი – დავით ლაცაბიძე. უახლოეს მომავალში ტაძარი შიგნიდან მოიხატება. ოდესღაც აქ დედათა მონასტრი არსებობდა და დაგეგმილია მისი კვლავ აღდგენა. სოფელ ბაშში თავის დროზე ხუთი ეკლესია არსებობდა, რომელთაგან არცერთი არაა მოღწეული. ტაძარი აკურთხა ხონის და სამტრედიის ეპისკოპოსმა საბამ (გიგიბერია). მასთან ერთად სადღესასწაულო წირვას აღავლენდნენ წმიდა სინოდის მღვდელმთავარნი – ბორომისა და ბაკურიანის მთავარეპისკოპოსი სერაფიმე (ჯოჯუა), ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპისკოპოსი თეოდორე (ჭუაძე), ვანისა და ბაღდათის ეპისკოპოსი ანტონი (ბულუხია), ზუგდიდისა და ცაიშის ეპისკოპოსი გერასიმე (შარაშენიძე), ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსი სტეფანე (კალაიჯიშვილი), დმანისის ეპისკოპოსი ზენონი (იარაჯული) და სენაკისა და ჩხოროწყუს ეპისკოპოსი შიო (მუჯირი). 

ხაზარაძე - გვარის 4 ღვთისმსახური

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

ხაზარაძე ათანასე ანდრიას ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
ხაზარაძე ანდრია იოანეს ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
ხაზარაძე გიორგი - მღვდელი. სრულად ნახვა
ხაზარაძე სერაპიონ ნიკიფორეს ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 0

ხაზარაძე მამუკა ტაძრის აღმშენებელი
ხაზარაძე მამუკა - ტაძრის აღმშენებელი. 2003 წლის 13 სექტემბერს სამტრედიის რაიონის სოფელ ბაშში ახალი, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი იკურთხა.

2003წ. ბაში (სამტრედია) ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი

სრულად ნახვა
კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.