საპატრიარქოს უწყებანი N37 19-25სექტემბერი 2003წ გვ.6
ბაშში ახალი ტაძარი იკურთხა
13 სექტემბერს სამტრედიის რაიონის სოფელ ბაშში ახალი, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი იკურთხა. მისი აღმშენებელი ბატონი მამუკა ხაზარაძეა. ეს არის ორნავიანი ბაზილიკა, რომელშიც ორი საკურთხეველია – ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინებისა და წმიდა ნიკოლოზისა. ტაძარი ოთხი წლის განმავლობაში შენდებოდა და ძველი – გელათისა და სვეტიცხოვლის ტრადიციების მიხედვით აიგო. ქვა და ორნამენტი ხელითაა ნაკეთები. ძველი. ტრადიციის მემანიშნებელია აგრეთვე ტაძრის ლორფინით გადახურვა. ეს არის ე. წ. ქართული კრამიტი. როემლსაც. სამცხეჯავახეთში იყენებდნენ. ტაძრის ხუროთმოძღვარია დავით სვანიძე, მშენებელი – დავით ლაცაბიძე. უახლოეს მომავალში ტაძარი შიგნიდან მოიხატება. ოდესღაც აქ დედათა მონასტრი არსებობდა და დაგეგმილია მისი კვლავ აღდგენა. სოფელ ბაშში თავის დროზე ხუთი ეკლესია არსებობდა, რომელთაგან არცერთი არაა მოღწეული. ტაძარი აკურთხა ხონის და სამტრედიის ეპისკოპოსმა საბამ (გიგიბერია). მასთან ერთად სადღესასწაულო წირვას აღავლენდნენ წმიდა სინოდის მღვდელმთავარნი – ბორომისა და ბაკურიანის მთავარეპისკოპოსი სერაფიმე (ჯოჯუა), ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპისკოპოსი თეოდორე (ჭუაძე), ვანისა და ბაღდათის ეპისკოპოსი ანტონი (ბულუხია), ზუგდიდისა და ცაიშის ეპისკოპოსი გერასიმე (შარაშენიძე), ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსი სტეფანე (კალაიჯიშვილი), დმანისის ეპისკოპოსი ზენონი (იარაჯული) და სენაკისა და ჩხოროწყუს ეპისკოპოსი შიო (მუჯირი).