სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12260

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ყველა ეკლესია

ქვაყუდე (გორმაღალი, სამტრედია) ელია წინასწარმეტყველის ხის ჯვარგუმბათოვანი ტაძარი

ქვაყუდე (გორმაღალი, სამტრედია) ელია წინასწარმეტყველის ხის ჯვარგუმბათოვანი ტაძარი

სულ რაოდენობა: 1

ბმულის კოპირება

ქვაყუდის(გორმაღლის) ელია წინასწარმეტყველის ხის ჯვარგუმბათოვანი ტაძრის მშენებლობა ედემ ბოცვაძის ქტიტორობითა და არჩილ მინდიაშვილის არქიტექტორობით დაიწყო 1998 წელს და 1999 წელს გაიხსნა. ტაძრის მშენებლობას სერგო გოგიბერიძე ხელმძღვანელობდა. ტაძარი აგებულია წაბლის ხით. სვეტები მუხის არის. ტაძარი გადახურულია სპილენძით. საკურთხევლის ტრაპეზი ქვისგან გაკეთდა. ტაძრის დღესასწაული 2 აგვისტოს აღინიშნება. 1999 წლის 1 აგვისტოს მეუფე საბამ მღვდლად დაადგინა დეკანოზი დავითი(თოლორაია).

1886 წელს ქვაყუდეში ცხოვრობდა 967 ადამიანი, ხოლო 1903 წელს - 539.

2002 წლის აღწერით, ქვაყუდეში ცხოვრობდა 475 ადამიანი, ხოლო გორმაღალში - 210. 2014 წლის აღწერის მონაცემებით გორმაღალში 420 ადამიანი ცხოვრობდა, ეს მონაცემი ალბათ სოფლების გაერთიანების შემდეგ.

ქვაყუდისა და გორმაღლის ტაძრებისა და მღვდლების ისტორია გამოკვლეული აქვს პროფესორ ედიშერ გვენეტაძეს.

გვენეტაძე ედიშერ. ოფეთის, წიაღობნის, ნოღის, ბარსაჯავახოს, დაფნარის, ქორეთისუბნის (ვაზისუბანი), ქვაყუდის (გორმაღალი), ტოლების, ჭოკნარის (ჭოგნარი), ნიგორზღვის ეკლესიების ისტორიიდან. 2016. გვ. 98–109.

ტაძრის ფოტო და ინფორმაცია მოგვაწოდა თემო ჭახნაკიამ. (სამტრედიის გამოჩენილი ადამიანების მკვლევარი)



თოლორაია  დავითი დეკანოზი
თოლორაია დავითი - დეკანოზი. 2009 წლის 02 აგვისტოს დაჯილდოვდა მიტრით. ბერძნისწყაროს წმ. ილია თეზბიტელის, ნოღის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიების წინამძღვარი. სრულად ნახვა
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
ბოცვაძე  ედემ ტაძრის აღმშენებელი
ბოცვაძე ედემ - ტაძრის აღმშენებელი.

1999წ. ქვაყუდე (გორმაღალი, სამტრედია) ელია წინასწარმეტყველის ხის ჯვარგუმბათოვანი ტაძარი

სრულად ნახვა