სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12260

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ბოცვაძე  ედემ ტაძრის აღმშენებელი
ბმულის კოპირება

ბეჭდვა

ბოცვაძე ედემ ტაძრის აღმშენებელი



ქვაყუდის(გორმაღლის) ელია წინასწარმეტყველის ხის ჯვარგუმბათოვანი ტაძრის მშენებლობა ედემ ბოცვაძის ქტიტორობითა და არჩილ მინდიაშვილის არქიტექტორობით დაიწყო 1998 წელს და 1999 წელს გაიხსნა. ტაძრის მშენებლობას სერგო გოგიბერიძე ხელმძღვანელობდა. ტაძარი აგებულია წაბლის ხით. სვეტები მუხის არის. ტაძარი გადახურულია სპილენძით. საკურთხევლის ტრაპეზი ქვისგან გაკეთდა. ტაძრის დღესასწაული 2 აგვისტოს აღინიშნება. 1999 წლის 1 აგვისტოს მეუფე საბამ მღვდლად დაადგინა დეკანოზი დავითი(თოლორაია).


1886 წელს ქვაყუდეში ცხოვრობდა 967 ადამიანი, ხოლო 1903 წელს - 539.

2002 წლის აღწერით, ქვაყუდეში ცხოვრობდა 475 ადამიანი, ხოლო გორმაღალში - 210. 2014 წლის აღწერის მონაცემებით გორმაღალში 420 ადამიანი ცხოვრობდა, ეს მონაცემი ალბათ სოფლების გაერთიანების შემდეგ.

ქვაყუდისა და გორმაღლის ტაძრებისა და მღვდლების ისტორია გამოკვლეული აქვს პროფესორ ედიშერ გვენეტაძეს.

გვენეტაძე ედიშერ. ოფეთის, წიაღობნის, ნოღის, ბარსაჯავახოს, დაფნარის, ქორეთისუბნის (ვაზისუბანი), ქვაყუდის (გორმაღალი), ტოლების, ჭოკნარის (ჭოგნარი), ნიგორზღვის ეკლესიების ისტორიიდან. 2016. გვ. 98–109.

ტაძრის ფოტო და ინფორმაცია მოგვაწოდა თემო ჭახნაკიამ. (სამტრედიის გამოჩენილი ადამიანების მკვლევარი)

ბოცვაძე - გვარის 3 ღვთისმსახური

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

ბოცვაძე  ლეონ ბერდიაკონი
ბოცვაძე ლეონ - ბერდიაკონი. სარკინეთი (ქარელი) ღირსი შიო მღვიმელის სახელობის მამათა მონასტერი; სრულად ნახვა
ბოცვაძე გერასიმე - მედავითნე. სრულად ნახვა
ბოცვაძე გიორგი (მღვდელი), სოფ. ნაჩხიტური (სენაკის მაზრა) გარდაიცვალა  შუქი 1908.-7 ნოემბერი, N1, გვ.1 1886წ. ქვათანა (აბაშა) მთავარანგელოზის ეკლესია


სრულად ნახვა
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 0

ბოცვაძე  ედემ ტაძრის აღმშენებელი
ბოცვაძე ედემ - ტაძრის აღმშენებელი.

1999წ. ქვაყუდე (გორმაღალი, სამტრედია) ელია წინასწარმეტყველის ხის ჯვარგუმბათოვანი ტაძარი

სრულად ნახვა
კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.