
ჭეიშვილი გიორგი დეკანოზი, ქუთაის-გაენათის ეპარქიის სოფელ ქვიტირის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური გარდ. 2021წ. დაკრძ. იქვე.
2021 წლის 16 ივლისს გარდაიცვალა ქუთაის-გაენათის ეპარქიის სოფელ ქვიტირის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი გიორგი ჭეიშვილი.
დეკანოზ გიორგის დაკრძალავენ სამშაბათს, 20 ივლისს, 15 საათზე, სოფელ ქვიტირის წმინდა გიორგის ტაძრის ეზოში.
საპატრიარქოს უწყებანი N4 10 ივლისი. 2003 წ გვ. 6
სოფელ პატარა გლდანში ახალი ტაძარი ეკურთხა. სოფლის ძირძველი ეკლესია კომუნისტური რეჟიმის დროს იქნა დანგრეული, ამიტომ სოფლის მოსახლეობამ საკუთარი ძალისხმევით ტაძრის მშენებლობა გადაწყვიტა. ახალ ეკლესიას 2001 წლის აპრილში ჩაეყარა საფუძველი. სოფელმა სულ მოკლე ხანში შეძლო ტაძრის აგება. ახალი ეკლესიის გახსნა ლომისის დღესასწაულს დაემთხვა, ამიტომ ლომისის წმიდა გიორგის სახელზე აკურთხეს. ტაძრის მღვდელმსახურად დაადგინეს მღვდელი გიორგი ჭეიშვილი.,