სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10807

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ჯონი გასვიანი 1964-92წწ დაკარგ.  ბიჭვინთა დაბ. სოფ. ოთხარა, გუდაუთა წარმ. სოფ. ხალდე მესტია ჯონი გასვიანი 1964-92წწ დაკარგ.  ბიჭვინთა დაბ. სოფ. ოთხარა, გუდაუთა წარმ. სოფ. ხალდე მესტია

1964-1992 წწ. გარდ. 28 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი გასვიანი სია

გაგრა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

150       ბეჭდვა

ჯონი გასვიანი 1964-92წწ დაკარგ. ბიჭვინთა დაბ. სოფ. ოთხარა, გუდაუთა წარმ. სოფ. ხალდე მესტია

ჯონი გასვიანი დაიბადა 01 აგვისტო 1964წელი სოფელი ოთხარა, გუდაუთა. დაკარგ. 29 სექტ. 1992წ. ბიჭვინთა, წარმომავლობა სოფელი ხალდე მესტია.




ამონარიდი ფბ პოსტიდან

Xato Gasviani : - გამარჯობათ ბატონო ნუგზარ. გილოცავთ ფერისცვალების დღესასწაულს.
- მადლობა, თქვენც გილოცავთ ფერისცვალებას, მრავალს დაესწარით.
- ბიჭვინთაში მოკლეს აფხაზებმა ძმები გასვიანები... მათზე თუ გაგიგიათ რამე?..
- არა, მე არ გამიგია, მაგრამ გაგრაში ნაბრძოლ ომის ვეტერანებთან შემიძლია გავიკითხო... სად იბრძოდნენ?
- ბიჭვინთაში... დილით ადრე გადიოდნენ სახლიდან, გვიან ღამით ბრუნდებოდნენ, პატარები გვყავდა...
ბოლოს აფხაზებმა გაიგეს , რომ ძმები დღისით დადიოდნენ პოზიციებზე და 29 სექტემბერს ღამის ორ საათზე სახლიდან წაიყვანეს. მის მერე არაფერი ვიცით. თქვეს მოკლესო, მაგრამ მკვდარიც არავის უნახავს... საფლავიც ვერ ვიპოვეთ რომ გადმოგვესვენებინა... ერთერთის მეუღლე ვარ, ხატო გასვიანი. გულისტკივილით ვკითხულობ და თვალს ვადევნებ თქვენს გვერდს, იქნებ ვინმესგან რამე გსმენიათ?
- თქვენს მეუღლეს რა ერქვა?
- ჯონი გასვიანი კლიმენტის ძე.
- რა ხნის იყო, მაშინ?
- 28 წლის იყო. 1964 წლის 1 აგვისტოს დაიბადა სოფ. ოთხარაში.
- ოთხარა, ეს სად არის?
- გუდაუთის რაიონია სოფ. ოთხარა. სვანების დასახლებას ეძახდნენ.
- აბა, ბიჭვინთაში...
- გუდაუთის სოფელ ოთხარადან ახალი გადმოსული ვიყავით ომი რომ დაიწყო, ბიჭვინთაში სახლი ვიყიდეთ, ზღვიდან სამასიოდე მეტრის დაშორებით, „სამშიტოვაია როშასთან“ ახლოს.
- მეფრინველეობის ფერმასთან?..
- დიახ, ბიჭვინთიდან ნაძვებით დახუნძლული გზა რომ მთავრდება და მდინარე ბზიფი პატარა ხიდთან, რომ უხვევს, იქ ვცხოვრობდით ბზიფის ქუჩაზე პირველ ნომერში.
- ჯონის ძმები...
- ჯონის უმცროსი ძმა ჯემალი 26 წლის იყო. ხოლო მეორე იყო ბიძაშვილი, ჯეირანი 30-ის იქნებოდა ალბათ...
ღამის ორ საათზე სახლიდან წაიყვანეს და მის მერე არაფერი ვიცითო...
თუ ვინმემ რამე იცით ბიჭვინთელი ძმები გასვიანების შესახებ გთხოვთ, ყველას გთხოვთ... მომაწოდოთ ინფორმაცია



მეუღლე კვიციანი ხათუნა ავთანდილის ასული დაბ. სოფ. ზედა ეწერი ზუგდიდი, 1972 წ. 13 ივლისი



მადლობა, ნუგზარ ქებურია ანდრიას ძე დაბ.1953წ. სამხედრო მწერალი დ. სოფ. დრანდა გულრიფში, აფხაზეთი



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 21.08.2023
ბოლო რედაქტირება 21.08.2023
სულ რედაქტირებულია 2





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0