გაბუნია ალექსანდრე – (26. 10. 1880, ქ. თბილისი, 08. 03. 1969, იქვე) პროტოპრესვიტერი.
საპატრიარქოს უწყებანი N11 3-9აპრილი 2008წ გვ.19
პროტოპრესვიტერი ალექსანდრე გაბუნია (1880-1969)
პროტოპრესვიტერი ალექსანდრე ლუკას ძე გაბუნია 1880 წლის 26 ოქტომბერს თბილისელი მოქალაქის ოჯახში დაიბადა. 1888-93 წლებში თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში სწავლობდა, რომლის სრული კურსიც არ დაუსრულებია, რადგან ან სწავლა სწავლა 1893 წლიდან თბილისის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა. 1899 წლის 26 თებერვალს სოფელ სალიანის წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა. 1900 წლის 19 მაისს ყარსის მაზრაში გრენადერის სამრევლოში გადაიყვანეს. 1901 წლის 14 დეკემბერს ნუხის სამი მღვდელმთავრის სახელობის ეკლესიაში განაწესეს, სადაც დიაკვნად აკურთხეს. 1902 წლის 1 მაისს ელიზავეტოპოლის (განჯა) წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის საკათედრო ტაძარში დაინიშნა. 1906 წლის 23 თებერვალს მღვდლად დაასხეს ხელი და განჯის მაზრაში დაბა გოლიცინის ეკლესიის წინამძღვრად და სამრევლო სკოლის მასწავლებლად დაინიშნა. 1908 წლის 12 მარტს პატარა ლილოს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადმოყვანეს. 1909 წლის აღდგომას საგვერდულით, ხოლო 1914 წლის 25 სექტემბერს სკუფიით დაჯილდოვდა. 1914-18 წლებში პირველი მსოფლიო ომის დროს გერ-მანიის ფრონტზე 484 საველე ჰოსპიტალში სამხედრო მღვდლად მსახურობდა, სადაც ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის წმინდა ანას II და წმინდა ვლადიმერის IV ხარისხის ორდენები, ხოლო 1917 წლის 6 იანვარს სამხედრო ჯილდო- გამშვენებული ჯვარი უბოძეს. 1918 წლის გაზაფხულიდან დაბრუნდა საქართველოში და პატარა ლილოს ერთკლასიანი სამრევლო სკოლის გამგე-მასწავლებლად დაინიშნა. 1920 წელს მარტყოფის მაცხოვრის ხელთუქმნელი ხა-ტის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურად გადაიყვანეს. მონაწილეობდა 1920 წლის 27 ივნისს გამართულ საქართველოს მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესიის II საეკლესიო კრებაზე, როგორც მცხეთა-თბილისის ეპარქიის დელეგატი. 1922 წლის იანვარში თბილისის კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურია, ხოლო 1922 წლის 15 თებერვლიდან ისევ პატარა ლილოს სამრევლოში დააბრუნეს. კომუნისტური ხელისუფლების დამყარების შემდგომ სასულიერო პირების დევნა და შევიწროება დაიწყო. 1923 წლის 30 ნოემბერს
საპატრიარქოს უწყებანი N11 3-9აპრილი 2008წ გვ.20
პროტოპრესვიტერი ალექსანდრე გაბუნია (1880-1969) (დასასრული)
შექმნილი გაუსაძლისი ვითარების გამო მამა ალექსანდრე იძულებული გახდა, შეეწყვიტა მღვდელმსახურება. 1924 წლის 6 იანვრიდან პატარა ლილოს სკოლაში გამგის მოადგილედ და მასწავლებლად დაინიშნა. 1924 წლის ოქტომბერში თბილისის 29 სკოლაში საქმის მწარმოებლად განამწესეს. 1929-39 წლებში 2 სკოლაში მუშაობდა. პარალელურად 1931 წლის 1 ოქტომბრიდან მუშათა განათლების კომბინატში მოლარე-მოანგარიშედ, ხოლო 1932 წლის 29 ნოემბრიდან თბილისის ქართულ პედაგოგიურ სასწავლებელში მოლარე-ინკასატორის თანამდებობაზე მუშაობს. 1939 წლის 16 ივნისს თბილისის ინდუსტრიალურ ინსტიტუტში მოლარედ დაინიშნა. 1941 წლის 28 აგვისტოდან თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინს- ტიტუტის მოლარეა. 1944 წლის 17 მაისს კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ (ცინცაძე) მღვდლის ხარისხში აღადგინა და მანგლისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა. 1947 წლის 3 აპრილს თბილისის სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში გადაიყვანეს. 1948 წლიდან სამეურნეო ნაწილის გამგეობა ჩააბარეს და დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1950 წლის 6 დეკემბერს გამშვენებული ჯვრით დაჯილდოვდა. 1951 წლის 31 იანვარს სიონის საკათედრო ტაძრისკანდელაკად დაადგინეს. 1952 წლის 13 აპრილს ენქერითა და მიტრით დააჯილდოვეს. 1953 წლის 25 აგვისტოს სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზად დაამ-ტკიცეს. XX საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს პროტოპრესვიტერის მაღალი პატივი უბოძეს. 1963 წლის 28 აგვისტოს წმინდა გიორგის პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1967 წლი-დან თავისი თხოვნის საფუძველზე, მოხუცებულობისა და ავადმყოფობის გამო პენსიაზე გავიდა. მამა ალექსანდრე 1969 წლის 8 მარტს გარდაიცვალა. წირვა და წესი ანდერძისა შესრულდა სიონის საკათედრო ტაძარში, პროტოპრესვიტრი ალექსანდრეს სიონის ტაძრის ეზოში დასაფლავებას ხელისუფალთა მხრიდან დიდი წინააღმდეგობა შეხვდა. იგი ვაკის საერო სასაფლაოზე დაკრძალეს. ფოტო მოგვაწოდა პროტოპრესვიტერ ალექსანდრე გაბუნიას შვილთაშვილმა ვახტანგ ჭელიძემ
დაიბადა მოსამსახურის ოჯახში. 1888-1897 წწ. თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში სწავლობდა, რომელიც არ დაუმთავრებია. 1893-1899 წწ. თბილისის სასულიერო სემინარიის სტუდენტი იყო. 1899 წ. 26 თებერვალს სოფელ სალიანის მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა. 1900 წ. 19 მაისს ყარსის მაზრაში ღვთისმშობლის საფარველის ტაძარშია. 1901 წ. 14 დეკემბერს დაბა ნუხის სამი მღვდელმთავრის ტაძარში გადაიყვანეს და დიაკვნად აკურთხეს. 1902 წ. 1 მაისს ქ. ელიზავეტოპოლის წმ. ალექსანდრე ნეველის საკათედრო ტაძარში განამწესეს დიაკვნად. 1906 წ. 23 თებერვალს მღვდლად დაასხეს ხელი და განჯის მაზრაში, დაბა გოლიცინის წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის ტაძრის წინამძღვრად და სამრევლო-საეკლესიო სკოლის საღვთო რჯულის პედაგოგად დანიშნეს. 1908 წ. 12 მარტს სამშობლოში დაბრუნებული ალექსანდრე გაბუნია სოფელ პატარა ლილოს წმ. გიორგის ტაძარში გადაიყვანეს. 1909 წ. საგვერდულით დაჯილდოვდა. 1914 წ. 25 ოქტომბერს სკუფია უბოძეს.
1914-1918 წწ., მსოფლიო ომის დროს, გერმანიის ფრონტზე №484 საველე ჰოსპიტალში სამხედრო კაპელანად მსახურობდა. ომის მსვლელობისას თავდადებული სამსახურისთვის წმ. ანას II და წმ. ვლადიმირის IV ხარისხის ორდენები, ხოლო 1917 წ. 6 იანვარს გამშვენებული ჯვარი უბოძეს. 1918 წ. მაისში კვლავ საქართველოში დაბრუნდა და სოფელ პატარა ლილოს ერთკლასიანი სამრევლო სკოლის გამგე-მასწავლებლად დაინიშნა. 1920 წ. მარტყოფის მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის ტაძრის მღვდელმსახურია. 1920 წ. ალექსანდრე გაბუნია მცხეთა-თბილისის ეპარქიის დელეგატის სტატუსით საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მეორე საეკლ. კრებას ესწრებოდა. 1922 წ. იანვარ-თებერვალში თბილისის კუკიის წმ. ნინოს ტაძრის მღვდელმსახური იყო, ხოლო 1922 წ. 15 თებერვალს ისევ სოფელ პატარა ლილოს სამრევლოში დააბრუნეს.
1923 წ. 30 ნოემბერს უარი თქვა მღვდელმსახურებაზე, ანაფორა გაიხადა და 1924 წ. 6 იანვარს სოფ. პატარა ლილოს სკოლაში გამგის მოადგილედ და მასწავლებლად დაინიშნა. 1924 წ. ოქტომბერში თბილისის №29 სკოლაში საქმის მწარმოებელი იყო. 1929-1939 წწ. თბილისის №2 საშ. სკოლაში მუშაობდა მასწავლებლად. პარალელურად, 1931 წ. 1 ოქტომბრიდან, ალექსანდრე გაბუნია მუშათა განათლების კომბინატში მოლარე-მოანგარიშე, ხოლო 1932 წ. 29 ნოემბრიდან თბილისის ქართულ პედაგოგიურ სასწავლებელში მოლარე-ინკასატორი იყო. 1939 წ. 16 ივნისს მოლარედ დაინიშნა თბილისის ინდუსტრიულ ინსტიტუტში. 1941 წ. 28 აგვისტოდან თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მოლარეა.
1944 წ. 17 მაისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ (ცინცაძე), პირადი თხოვნის საფუძველზე, მღვდლის ხარისხში აღადგინა და მანგლისის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძრის წინამძღვრად დანიშნა. 1947 წ. 3 აპრილს თბილისის სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარში გადაიყვანეს. 1948 წლიდან საპატრიარქოს სამეურნეო ნაწილის გამგეობა ჩააბარეს და დეკანოზის პატივი მიენიჭა. 1950 წ. 6 დეკემბერს მეორე გამშვენებული ჯვრით დაჯილდოვდა. 1951 წ. 31 იანვარს სიონის საპატრიარქო ტაძრის კანდელაკად დაადგინეს. 1952 წ. 13 აპრილს ენქერი და მიტრა უბოძეს. 1955 წ. იანვარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მელქისედეკ III-მ (ფხალაძე) პროტოპრესვიტერის პატივი უბოძა. 1963 წ. 28 აგვისტოს კათოლიკოს-პატრიარქმა ეფრემ II-მ წმ. გიორგის I ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. 1967 წლიდან, თავისი თხოვნის საფუძველზე, ასაკისა და ავადმყოფობის გამო, პენსიაზე გავიდა. ალექსანდრე გაბუნია დაკრძალულია თბილისის ვაკის სასაფლაოზე.
დიაკ. გ. მაჩურიშვილი
წყაროები და ლიტერატურა
სუიცა, ფ. 1880, აღწერა 1, საქმე №17; ფ. 1880, აღწერა 4, საქმე №25;
პროტოპრესვიტერ ალექსანდრე გაბუნიას საოჯახო არქივი;
журн.«Духовный Вестник Грузинского Экзархата»,1899,№7-8; 1900, №14-15; 1902, №1; №11; 1906,№6;
журн. «Вестник Грузинского Экзархата», 1914, №20.
საპატრიარქოს უწყებანი N1 1-7იანვარი 2004წ გვ.20
ფოტოზე გამოსახულნი არიან, მარცხნიდან: სიონის საპატრიარქო ტაძრის პროტოპრესვიტერი მიხეილ მახათაძე, სრულიად საქართველოს, კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე (ცინცაძე) და დეკანოზი ალექსანდრე გაბუნია (კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი) სიონის საპატრიარქო ტაძრის ეზოში.